ადამიანების უამრავი კატეგორია არსებობს. ზოგი მართავს ნერვებს, ზოგი ვერა, მაგრამ არის მომენტები როდესაც შესაძლებელია ნებისმიერი მათგანი წყობიდან გამოვიდეს. ყველაფერზე ნერვებს ვერ მოვთოკავთ. მაგრამ ასტროლოგებმა გამოყვეს ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანი, რომლებსაც ყველაზე მარტივად ეშლებათ ნერვები.

მე-4 თხის რქა

როგორც მოგეხსენებათ თხის რქა ძალიან ჯიუტი და ამაყია. უჭირს ადამიანებთან ურთიერთობა და ამას საკმაოდ განიცდის. აქედან გამომდინარე საკმაოდ მალე ბრაზდება. განსაკუთრებით რაიმე თემაზე კამათს დროს შესაძლოა უცებ გამოვიდეს წყობიდან და მერე დროა პირჯვრის წერა დაიწყოთ. თხის რქამ დანდობა არ იცის. ყველფერს პირში მოგახლით.

მე-3 თევზები

თევზებს ძირითადა როგორც ყველაზე მგრძნობიარე, უწყინარ, რომანტიკოს და სიყვარულით აღსავსე ნიშანს ისე ვიცნობთ. მაგრამ სწორედ მგრძნობიარების გამოა, რომ ყველაფერზე ნერვები ეშლება. მისი წყენინება ძალიან ადვილია. შესაძლოა სრულიად პატარა რაღაცაზეც კი ნერვები ვერ მოთოკოს და ყველაფერი ამოანთხიოს.

მე-2 მშვილდოსანი

 

 

მშვილდოსანი გულკეთილი, გულახდილი, ზედმეტად იმპულსური და სამართლიანია. მუდმივი აქტივობით გამოირჩევა, ზრუნავს სხვებზე, საკუთარ თავზე მეტადაც კი, თითქოს ვალდებულად თვლის თავს. აქედან გამომდინარე მისი გაბრაზება საკმაოდ მარტივად შეიძლება.

1  კურო

ერთ ერთი ყველაზე გაწონასწორებული, მშვიდი, დიდი ნერვების მქონე ნიშანი. მისი გაბრაზება საკმაოდ რთულია, მაგრამ თუ მოახერხეთ რამენაირად და გააბრაზეთ, დაიმახსოვრეთ რომ სრული ჯოჯოხეთი გელოდებათ! მას ყველაფერი ახსოვს, მცირე წყენაც კი რაც გულში ჩაიტოვა და ამას თქვენზე გადმოანთხევს. ასე რომ მოერიდეთ კუროს ნერვების გამოცდას.