ყველა ადამიანმა, ვინც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა დიეტაზე, იცის მარტივი სიმართლე: ”თუ გინდა წონაში დაკლება, საჭიროა სწორი კვება.” ზოგიერთი პროდუქტი წონას სწრაფად ზრდის, თუმცა არის ისეთებიც, რომელიც ხელს უწყობს ზედმეტი წონის დაკარგვას.

თინუსი

ენერგეტიკული ღირებულება (100 გრ): 184 კკალ. თინუსში ცხიმი ძალიან ცოტაა, მაგრამ ბევრია ცილა და ამინომჟავა, რომლებიც საჭიროა აქტიური ცხოვრებისათვის. ნახშირწყლების დაბალი შემცველობის გამო, თინუსი ხელს უწყობს სწრაფად გახდომას.

გრეიფრუტი

ენერგეტიკული ღირებულება (100 გრ): 42 კკალ. გრეიფრუტი შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერებას – ნარინგინს, რომელიც აძლევს ნაყოფს არასასიამოვნო გემოს და აჩქარებს მეტაბოლიზმს, რაც იწვევს წონის დაკარგვას.

შამპინონი, (სოკო)

ენერგეტიკული ღირებულება (100 გრ): 27.4 კკალ. სოკოში ამინომჟავების რაოდენობა არ ჩამოუვარდება ხორციან კერძებს, მაგრამ კალორიური შემადგენლობა რამდენჯერმე დაბალია. შენიშვნა: უპირატესობა მიანიჭეთ ახალგაზრდა სოკოებს, ქუდებს და არა ფეხებს. მომზადებისას კი დაჭერით ძალიან წვრილად.

ჭარხალი

ენერგეტიკული ღირებულება (100 გრ): 43 კკალ. ჭარხალი ბეტაინის რეკორდულ რაოდენობას შეიცავს. ის ჟანგავს ცხიმოვან უჯრედებს, რომლებიც შემდგომ თხელდება და წყვეტს ზრდას. გარდა ამისა, ბეტაინი ასევე ააქტიურებს ორგანიზმში მეტაბოლურ პროცესებს.

ავოკადო

ენერგეტიკული ღირებულება (100 გრ): 160 კკალ. ავოკადო შეიცავს 30%-მდე ცხიმებს, 1,6-2,1% პროტეინს, ვიტამინებს B1, B2, С, D და სხვა. შაქარს თითქმის არ შეიცავს. იყენებენ საკვებად, პარფიუმერიაში და სამკურნალოდ. ის ძალიან სასარგებლო პროდუქტია. მასში ბევრი ცხიმოვანი მჟავები, დაახლოებით 20 ვიტამინი და მინერალური ნივთიერებაა. ავოკადოს რბილობს უმატებენ სალათებსა და სენდვიჩებს. დიეტოლოგების აზრით კი, ავოკადოს კურკა შეიცავს სასარგებლო ნივთიერებების ძირითად ნაწილს (70%). მასში ასევე ბევრია ანტიოქსიდანტები.

გოგრა

ენერგეტიკული ღირებულება (100 გრ): 26 კკალ. გოგრაში, ვიტამინი T მაღალი შემცველობაა, რაც ხელს უწყობს მეტაბოლიზმის დაჩქარებას და საჭმლის სწრაფ მონელებას. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გოგრის თესლს. ეს არის მაგნიუმის და პროტეინების ნამდვილი საწყობი.

ჯანჯაფილი

ენერგეტიკული ღირებულება (100 გრ): 80 კკალ. ჯანჯაფილის ძირითადი ღირებულება მათთვის ვისაც წონის დაკლება უნდა – მისი უნარია. აძლიერებს სითბოს წარმოებას და ორგანიზმში აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს. იგი შეიცავს გინგეროლს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.