ძლიერ ადამიანს შეუძლია ბევრი რამის მიღწევა და ცხოვრებაში ნებისმიერი სირთულის გადალახვა. რა თქმა უნდა, ბევრი რამე დამოკიდებულია პერსონაჟის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, მაგრამ ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ დაბადების თარიღს შეუძლია მნიშვნელოვნად იმოქმედოს პიროვნებაზე.

ცეცხლის ელემენტი

 

მშვილდოსანდი

ეს ნიშანი ცეცხლის ელემენტის ნიშნებს შორის ყველაზე ძლიერია. მისმა წარმომადგენლებმა თითქმის ყოველთვის იციან, თუ როგორ უნდა გააკონტროლონ ემოციები და მტკიცედ უდგებიან ნებისმიერ პრობლემას. მათი პროვოცირება და კონფლიკტში ჩართვა ძალიან რთულია. მშვილდოსნების დევიზია: “ოპტიმიზმი და სიმტკიცე.”

ლომი

ლომები თავისი შეუპოვრობით ცეცხლის ელემენტის ნიშნებს შორის მეორე ადგილზეა. ისინი ყოველთვის ჩანან ძლიერებად და მამაცებად. მაგრამ სინამდვილეში, მათი საქციელი ხშირად დამოკიდებულია გარშემომყოფნების აზრებზე. მათ ბუნებით სჭირდებათ სხვა ადამიანების მხარდაჭერა, დიდება და აღიარება.

ვერძი

თანდაყოლილი აქტიურობის, მიზანდასახულობის და სიჯიუტის მიუხედავად, ვერძები ცეცხლის ელემენტის ნიშნებს შორის ყველაზე სუსტები არიან. მათ ემოციების კონტროლი ცუდად გამოსდით, მათი ქცევები კი ხშირად არის ემოციური გავლენის ქვეშ. მათ შეიძლება იმპულსურად ჩაიდინონ რაიმე სისულელე, შემდეგ კი დიდი ხნის განმავლობაში იმკიდნენ შედეგს.

ჰაერის ელემენტი

 

მერწყული

ძალის უპირატესობით ჰაერის ელემენტის ნიშნებს შორის მერწყული პირველ ადგილზეა. მათი მეოცნებეობის და მაღალი იდეალებისკენ მისწრაფების მიუხედავად, ასტროლოგთა აზრით, ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ ბევრი სირთულის დაძლევა და ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი არ ყრიან ფარხმალს.

სასწორი

სასწორები ჰაერის ელემენტის ნიშნებს შორის მეორე ადგილს იკავებენ. მათ საკმაოდ დიდი ძალა აქვთ, მაგრამ ზოგიერთი ხარვეზები ხელს უშლის ძალის საჭირო დროს გამოყენებაში. პრობლემა ისაა, რომ სასწორები ხშირად დებენ საქმეს ბოლო წუთამდე, ხარჯავენ დროს უქმად და ყოველთვის არ მიჰყავთ დაწყებული საქმე ბოლომდე.

ტყუპები

ამ ნიშნის წარმომადგენლების ორმაგი ბუნება ხშირად ხელს უშლის მათ ერთ საქმეზე კონცენტრირებას და გადაწყვეტილების მიღებას. ეს კი ხდის მათ დაუცველს მოულოდნელი სირთულეებისგან. პრობლემების წინაშე, ტყუპები ხშირად იკარგებიან და ვერ პოულობენ გამოსასვლელს, რომელიც აიძულებს მათ დახმარება სთხოვონ სხვებს.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
გვერდები: 1 2