ზოდიაქოს ნიშანი, რომლის მიხედვითაც ადამიანი დაიბადა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მის ბედსა და ხასიათზე. ასტროლოგები თვლიან, რომ ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენლები შეიძლება განსაკუთრებით ბედნიერებად ჩავთვალოთ არა მხოლოდ ფორტუნის, არამედ პირადი თვისებების გამოც.

3 ადგილი: მერწყული

მესამე ადგილი ასტროლოგებმა მერწყულებს მიანიჭეს. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლებს უდარდელი დამოკიდებულება აქვთ ცხოვრების მიმართ. ისინი იშვიათად ნერვიულობენ რაიმე პრობლემაზე, ამიტომაც ცხოვრების დიდი ნაწილი ბედნიერები არიან. მერწულები ერთ ადგილს ვერ ეჩვევიან, ისინი ვერც გრძნობენ საყვარელი ადამიანის არყოფნას, რადგან მათ ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავთ. ნაკლები ნერვიულობის გამო მათი ნერვული სისტემა უფრო ძლიერია ვიდრე სხვა დანარჩენი ნიშნებისა.

2 ადგილი: ლომი

რა თქმა უნდა, ამ ნიშნის წარმომადგენლები უბრალოდ ვალდებულები არიან იყვნენ ყველაზე ბედნიერი ადამიანების სიაში. ეს ამბიციური და მოტივირებული პიროვნებები რა საქმესაც ხელს მოკიდებენ ყველაფერი ხუთიანზე გამოსდით. ისინი სხვებზე უფრო მეტად თავდაჯერებულები არიან, მათ აქვთ ფართო მსოფლმხედველობა, ამიტომაც ლომების გარშემო ყოველთვის ბევრი ადამიანი ტრიალებს, რომლის ხარჯზეც შეუძლიათ გააცნობიერონ საკუთარი თავი. სწორედ ეს არის ის, რაც მათ საშუალებას აძლევს, რომ ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ. გარდა ამისა ლომებს მოსწონთ ყველაფერი დახვეწილი, ძვირადღირებული და მაღალხარისხოვანი, ამიტომაც ისინი ცდილობენ ცხოვრებისგან ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეთ!

1 ადგილი: ტყუპები

ტყუპებს ტყუილად არ მიუღიათ რეიტინგში პირველი ადგილი. ამ ნიშნის წარმომადგენლები დახვეწილები და დიდი ძალის პატრონები არიან. ტყუპებს და მხოლოდ ტყუპებს აქვთ ერთი მთავარი თვისება – ისინი აბსოლიტურად თავისუფლები არიან. თავისუფლები კომპლექსებისაგან, ცრურწმენებისგან, სხვისი გავლენისაგან და და საკუთარი ჩვევებისგან. კვლევების მიხედვით, ტყუპების უმრავლესობამ ცხოვრებაში ყველაფერი გამოსცადა და აირჩიეს ის, რასაც მათთვის ნამდვილი სიხარული მოაქვს. ტყუპები შესანიშნავად ახერხებენ ბევრი საქმის ერთდროულად კეთებას. სტატისტიკის მიხედვით, ტყუპების 90% -ზე მეტი, თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანებად მიიჩნევენ.