ჩვენ გთავაზობთ აუტანელი ქალების ჩამონათვალს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. წაიკითხეთ ქალბატონებო და დაიმახსოვრთ რა აშინებთ მამაკაცებს თქვენში. თქვენ კი მამაკაცებო აირჩიეთ სასურველი ხასიათის ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

თხის რქა

ქალი თხის რქა ტვინის ბურღვის მე-80 level-ზეა. პირველი ხუთი წუთის განმავლობაში იგი გაუთავებლად საუბრობს ,,ტრალალა ტრალალა ტრალალა”… მაგრამ ეს მისი მონოლოგის დასაწყისიც კი არ არის. და რამდენი ასეთი ხუთი წუთია, მაგრამ ის ისეთი საყვარელია …

მერწყული

ქალი მერწყული აბსოლუტურად მოუხელთებელია, რითაც აშინებს მამაკაცებს. ქალის გულზე მონადირე მამაკაცებმა კარგად იციან მასთან ურთიერთობის სირთულეები და ხვდებიან, რომ შესაძლოა წლები დასჭირდეს მათი გულის მონადირებას. როდესაც ყველა რესურსს ამოწურავენ და დანებდებიან სწორედ მაშინ ესხმის თავს ქალი მერწყული, მიიმწყვდევს კუთხეში შიშველს და შეუიარაღებელს.

 თევზები

ქალი თევზები მამაკაცებს აშინებენ განსაკუთრებული სიცივით. შესაძლოა, მამაკაცმა დიდი ხანი იზრუნოს მასზე, გაანებივროს საჩუქრებით, მოუწყოს რომანტიული შეხვედრები, ატაროს ხელისგულზე, მაგრამ არანაირი რეაქცია. როდესაც მამაკაცს ყველა იმედი გადაეწურება და სასოწარკვეთილებაში ჩავარდება, სწორედ მაშინ თევზი გაახელს თვალებს და ეტყვის – საყვარელო, მომიტანე რაიმე გემრიელი და წადი, ხელს ნუ მიშლი.

 

ვერძი

მამაკაცი ყველაფერს აკეთებს მისი გულის მოსაგებად, მაგრამ ქალი ვერძი არასდროს არ არის კმაყოფილი და უფრო მეტს ითხოვს.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2 3