Загрузка...

ყოველდღიური ჰოროსკოპი

 

თევზები

Загрузка...

თქვენ ჩამოყალიბებული არ ხართ, რა უნდა გააკეთოთ, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ წარმატებას მიაღწევთ. დამშვიდდით და გადაეშვით ფანტაზიის სამყაროში. სწორედ აქ დაიბადება საუკეთესო იდეები და გეგმები, რომლებსაც ახლობლები არ მოგიწონებენ. დრო გაქვთ იმისთვის, რომ კარგად დაფიქრდეთ და მიაგნებთ თქვენთვის სასურველ გზას.

ტყუპები

დღეს თითქოს სრულიად სხვა სამყაროში გაიღვიძეთ. გარეგნულად ყველაფერი ჩვეულებრივად გამოიყურება, მაგრამ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ რაღაც რიგზე არ არის. ეს უცნაური შეგრძნება მოსვენებას არ მოგცემთ. ახალი ინფორმაცია საშუალებას მოგცემთ, დაინახოთ ის, რასაც სხვები ვერ ხედავენ. და თქვენს წინაშე ახალი შესაძლებლობები გადაიშლება.

მშვილდოსანი

თქვენი ახლობლები არაფრის გამო არზაურს ტეხენ. მოქმედებენ, მაგრამ სინამდვილეში არაფერს აკეთებენ. როგორც ჩანს, მათ თქვენი წახალისება სჭირდებათ. ასეთი მიდგომა თქვენთვის მიუღებელია. საქმეს ყოველთვის ნელა და დაფიქრებულად აკეთებთ, სწორედ ამიტომ გამოირჩევა თქვენი ნამოქმედარი ხარისხით. დაეხმარეთ ახლობლებს რჩევებით და მიეცით სწორი მიმართულება.

კირჩხიბი

სავარაუდოდ, ეჭვქვეშ დააყენებთ თქვენს შესაძლებლობებს. გარშემომყოფები ვერ მიხვდებიან, თუ რა ხდება თქვენს გონებაში, რადგან კარგად მალავთ თქვენს განცდებს. მართალია, თქვენ არ გაღელვებთ, რომ სხვები თქვენს სუსტ მზარეებს დაინახავენ, უბრალოდ, დროის კარგვა და ახსნა-განმარტებების მიცემა არ გინდათ. საბედნიეროდ, ყველაფერი მალე მოგვარდება.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2 3

Загрузка...