ბედნიერებით ზოდიაქოს ნიშნები ყველა ერთმანეთის მსგავსია, მაგრამ მწუხარებას ყველა სხვადასხვა გზით განიცდის. ჩვენ გთავაზობთ სტატიას თუ, როგორ უმკლავდებიან მწუხარებას ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები.

ვერძი

 

ვერძები მწუხარების პერიოდში იმპულსიურები და დაბრმავებულები არიან. ისინი თავის თავს აღარ გვანან და მათთან კომპრომისის პოვნა ძალიან ძნელია. კარგი იქნება, თუ ამ დროს მათგან შორს დაიჭერთ თავს.

კურო

 

კურო მწუხარების მომენტში ცდილობს თავისი თავის საზოგადოებისგან იზოლირებას. მას აქვს განცდა, რომ ამ დიდი მსოფლიოს წინააღმდეგ მარტოა. კურო ხდება მოუთმენელი და ამ მომენტში კი მისი მწყობრიდან გამოყვანა ძალიან ადვილია.

ტყუპები

ტყუპები ამ დროს ჩუმები და ჩაფიქრებულები არიან, ხალხს ეჩვენება, რომ ისინი თითქოს და ”აქ არ არიან”. ტყუპებს უჭირთ შეეგუონ იმ ფაქტს, რომ ასეთი პერიოდები არის მათ ცხოვრებაში. ისინი ცდილობენ რაც შეიძლება მალე დააღწიონ მწუხარებას თავი.

კირჩხიბი

კირჩხიბი ზედმეტად ემოციურია. როდესაც ის დამწუხრებულია, მას უკიდურესად სჭირდება ხალხი. ასევე შეიძლება რაიმე სისულელეზე მოულოდნელად დაიწყოს ტირილი.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2 3