ჩვენი სულები სამუდამოდ ცოცხლობენ. ისინი სივრცისა და დროის მიღმა არსებობენ და სვა სულებს ეკონტაქტებიან. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ გვახსოვს ვინ ვიყავით წინა ცხოვრებაში, მაგრამ სულს აქვს გარკვეული უნფომაციის შენახვსი უნარი, რომელიც გონების მივიწყებულ ადგილას იმალება. იმის დასამტკიცებლად, რომ შესაძლოა ადამიანს წინა ცხოვრებაშიც იცნობდით Simp.Ge გთავაზობთ ამ ძალიან საინტერესო სტატიას.

3. მყისიერი კავშირი ან უარყოფა

ეს შეგრძნება შესაძლოა საკაოდ დამაბნევევი იყოს, რადგან ფიქრობთ, რომ ამ ადამიანს არ იცნობთ, მაგრამ მოულოდნელად გრძნობთ ძლიერ კავშირს ან განცდას. ეს ნიშნავს, რომ ის ერთ დროს ძალიან ახლოს იყო თქვენთან – შესაძლოა თქვენი ოჯახის წევრი, მეგობარი ან შეყვარებული ყოფილიყო.

თუ დაუყოვნებლივ იგრძენით მწუხარება და გაბრაზება, ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ მისმა სულმა თქვენსას ძალიან ატკინა და ახალი შეხვედრით სავარაუდოთ თქვენთან მშვიდობის შენარჩუნებას ცდილობს.

2. თქვენი კავშირი ტელეპატიურია

ეს შესაძლოა უფრო დამაბნეველი იყოს და თუ ტელეპატიური კავშირი გაქვთ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ მხოლოდ გონებით ელაპარაკებით ერთმანეთს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ერთი და იგავე სიტყვებს ერთდროულად ამბობთ, ან ფიქრობთ მასზე და მოულოდნელად მის შეტყობინებას იღებთ.

ეს კავშირი ძნელია ლოგიკურად ასახსნელად, მაგრამ თქვენი სულები ერთმანეთთან ყოფნით დაცულად და კომფორტულად გრძნობენ თავს, რადგან ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობთ.

1. ამას მის თვალებში ხედავთ

მისი თვალები ჰიპნოზურია გრძნობები კი თქვენი მსგავსი – თითქოს აქამდე მილიონჯერ გყავდეთ ნანახი. ამბობენ, რომ თვალები სულის სარკეა და ზოგიერთ ადამიანს სჯერა, რომ სულს სხვა სხეულში გადასვლისას თავლებიც მიაქვს. თითოეულ ადამიანს უნიკალური ირისის მოდელი აქვს და ამიტომაც, როდესაც ვინმე მსგავსს ხვდებით გგონიათ, რომ იცნობთ.

არავინ იბადება ცარიელ ფურცელზე, რადგან ჩვენი სულები წინა ცხოვრების ინფორმაციას ფლობენ. ეს აუცილებელია სულის ზრდისა და განვითარებისთვის.

მაგრამ ეს ასევე შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ჩვენ ყველას გვაქვს გადაუჭრელი პრობლემები წარსულიდან გამოყოლილ ცუდ კარმასთან. თუ ფიქრობთ, რომ ცხოვრება უმიზეზოდ მხოლოდ ცუდ რაღაცეებს გახვედრებთ ბილიზკე, მაშინ დიდი ალბათობით ცდებით.

ეს შესაძლოა სასჯელი ან დიდება იყოს იმისთავის, რაც თქვენმა სულმა ადრე ჩაიდინა.