ყველა ადამიანს თავისი შიში აქვს. ზოგიერთი მათგანის ახსნა შესაძლებელია, ზოგისაც კი ლოგიკას არ ექვემდებარება. შიში – ეს ნორმალურია, მაგრამ მთავარია ნათლად გვესმოდეს, რა იწვევს ამ შიშს. ვინაიდან ეს გრძნობა ძლიერ ზეგავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, ამიტომ ნუ შეგეშინდებათ. იპოვეთ თქვენი შიშის წყარო და მოაგვარეთ ეს.

ვარიანტი ა ნიშნავს, რომ საკუთარი თავის გეშინიათ! გეშინიათ საკუთარი მომავლის, თქვენი ქმედებების სისწორის და ნებისმიერი წვრილმანის, რაც თავს გახვევიათ და გაიძულებთ, რომ ინერვიულოთ. არ ღირს ასეთი ნერვიულობა! გაიგეთ, რომ მომავალზე ყველა ადამიანი ნერვიულობს, რადგან არავინ იცის რას უნდა ელოდოს ხვალ.  ეს არ არის იმის მიზეზი, რათა ყოველ დილით შიშით გაიღვიძოთ. ამოისუნთქეთ, მოდუნდით და დატკბით აწმყოთი.

ვარიანტი ბ ნიშნავს, რომ გეშინიათ რას იფიქრებენ თქვენზე სხვა ადამიანები. თქვენ მუდმივად ნერვიულობთ სხვების მოსაზრებაზე, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ეს ღიად ნეგატიურია. თქვენ გსურთ, რომ ყველამ დღის შუქზე დაგინახოთ. კრიტიკა თქვენთვის ძალიან რთულად მისაღებია.

ვარიანტი გ ნიშნავს, რომ სინამდვილეში თქვენ არაფრის გეშინიათ! თქვენ საკუთარ თავში და ცხოვრებაში საკმაოდ თავდაჯერებული ხართ, ამიტომაც ვერაფერი გაშინებთ. ნუ ინერვიულებთ, ყველაფერი თქვენს ხელშია…

ვარიანტი დ ნიშნავს, რომ თქვენ საკუთარი მომავლის გეშინიათ. გეჩვენებათ, რომ რაიმე გეგმის მიხედვით არ წავა და ყველაფერს რაც გსურთ ვერ მიიღებთ. უბრალოდ ნუ იფიქრებთ ამაზე, რადგან აწმყოთი სიამოვნებაში სწორედ ეს გიშლით ხელს.