გაზაფხული – წელიწადის შესანიშნავი დროა, როდესაც ყვავილების ბუმი იწყება. ბევრი ადამიანის მიზანია, რომ გაზაფხულზე ახალი ცხოვრება დაიწყოს, რადგან ეს სიყვარულისა და სიამოვნების დროა. აირჩიეთ ყვავილი და გაიგეთ რა გელოდებათ გაზაფხულზე!

№1. გაზაფხულზე თქვენ მოულოდნელი მოვლენები გელოდებათ. ეს იქნება რაღაც, რაც თქვენ აზრადაც არ გაგივლიათ. საინტერესო ექსპერიმენტი, სრულიად ახალი ტალღა თქვენს ცხოვრებაში. ეს მხოლოდ წარმატებას მოგიტანთ!

№2. თქვენ თაყვანისმცემელი გამოგიჩნდებათ. ის ძალიან ყურადღებიანი იქნება, ამიტომაც მის მიმართ გულგრილი ვერ დარჩებით. თუ თქვენ უკვე ურთიერთობაში ხართ, მაშინ გაზაფხულზე დაიწყება ახალი ეტაპი (ლამაზი!).

№3. თქვენ მოგზაურობა გელოდებათ. შეიძლება არც ისე შორს, როგორც ეს გინდოდათ, მაგრამ ეს დიდი შესაძლებლობაა, რათა დროებით შეცვალოთ სიტუაცია. თამამად გაამზადეთ ჩემოდანი!

№4. გაზაფხულზე თქვენ რაღაცის შექმნა მოგინდებათ და ჯობია უარი არ თქვათ. არ არის გამორიცხული, რომ ნამდვილი შედევრი შექმნათ. დახატეთ, დაწერეთ, იოცნებეთ…

№5. გაზაფხული თქვენთვის ვნებიანი იქნება! თქვენ ემოციების ტყვეობაში აღმოჩნდებით. ყველაფერი რაც თავს გადაგხდებათ აუცილებლად მოგეწონებათ. სამწუხაროა, რომ ვნება სამუდამოდ არ გრძელდება.

№6. გაზაფხულზე დიდი ალბათობით შევსება გელოდებათ. ეს შეიძლება ნიშნავდეს ყველაფერს – ოჯახის შევსებიდან დაწყებული, საფულის შევსებით დამთავრებული.