ბევრი ქალი ოცნებობს გათხოვებაზე. იმ ძალიან, ძალიან იდეალურზე, მაგრამ იდეალური ადამიანი არ არსებობს – ეს ერთი. თითოეულ ქალს აქვს ოცნების მამაკაცის არჩევის საკუთარი კრიტერიუმები – ესეც მეორე.

ვერძი

როდესაც ქალი ვერძი გათხოვებას გადაწყვეტს, ის ჩაატარებს ნამდვილ ქასთინგს. მის წინაშე გამოდიან მთელი რიგი შერჩეული კანდიდატები, რომლებიც მასზე ოცნებობენ. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქალბატონი ვინმეს აირჩევს, რადგანაც ვერძები თავის თავს ძალიან ზედმეტად აფასებენ.

კურო

კურო ქალბატონი დარწმუნებულია თავის მომხიბვლელობაში, მაგრამ მხოლოდ თვალების ფაციფუცი საკმარისი არ არის ქმრის პოვნაში. თუ ქალბატონი ოდნავ ძალისხმევას მაინც ჩადებს ამ საქმეში, ის აუცილებლად იპოვნის შესაფერის კანდიდატს.

ტყუპები

ტყუპებს შესანიშნავი სტრატეგია აქვთ – მოაჩვენონ თავი მის ნაირად. უბრალოდ უთხარით თქვენს რჩეულს, რომ თქვენ მთლიანად იზიარებთ მის ინტერესებს (გიყვართ ფეხბურთი, თევზაობა, ნადირობა) და ეფექტი გარანტირებულია.

კირჩხიბი

აჩვენეთ მამაკაცს, რომ საყვარელი და მორჩილი ხართ. წარმატებით გათხოვებისათვის, კირჩხიბს მოუწევს თავისი ნამდვილი სახის ჩვენება. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს უყვართ გულწრფელობა და ვერ იტანენ თავის თავში ჩაკეტილ ქალებს. ყურადღება მიაქციეთ თქვენს განწყობას და აიმაღლეთ ქალური ენერგია.

ლომი

ლომები თავის რჩეულს შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ. რა თქმა უნდა! ასეთი ხასიათის ადამიანთან გამკლავება ყველას არ შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ადამიანი მაინც გამოიძებნა, ლომი მასთან მთელი სიცოცხლის განმავლობაში ბედნიერი იქნება.

ქალწული

ქალწულს არავის დახმარება არ სჭირდება. როდესაც ის გადაწყვეტს, მაშინვე გამოჩნდება მამაკაცი. მას ძალიან ძნელია რამეზე უარი უთხრათ, მან თქვა და ეს ასე იქნება, მორჩა და გათავდა! ქალწულმა პატარაობიდანვე იცის, როგორი კაცი სჭირდება და როგორი ბეჭედი უნდა აარჩიოს.

სასწორი

სასწორებმა საკმარისია თვალები დაახამხამონ და წარმატება გარანტირებული აქვთ. მათ ეს ძალიან კარგად გამოსდით. კაცები მათ ხაფანგში ადვილად ხვდებიან. წარმატებით გათხოვებისთვის სასწორები უნდა გახდნენ ნაკლებად დამოუკიდებლები.

მორიელი

მორიელებს სჭირდებათ ღრუბლებიდან დედამიწაზე დაშვება და მათი პარტნიორისადმი პატივისცემის სწავლა. პრინციპში, მათთვის დაქორწინება დიდ სირთულესაც არ წარმოადგენს. ისინი ჭკვიანები და მომხიბვლელები არიან.

მშვილდოსანი

ვარსკვლავებმა მშვილდოსანი ცხოვრების ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსვლის უნარით დააჯილდოვეს, ამიტომაც ეს ქალი მარტო არასდროს დაიკარგება. იმისათვის, რომ მოხიბლოთ მამაკაცი და დაქორწინდეთ, უნდა გახდეთ ცოტათი სუსტები. ისწავლეთ დახმარების თხოვდა და თავის სუსტად და დაუცველად მოჩვენება.

თხის რქა

თხის რქა ძალიან მგრძნობიარეა და კანდიდატის არჩევას ძალიან ფრთხილად ეკიდება. ამიტომ ქმარი თქვენს გარემოცვაში უნდა ეძებოთ, თქვენ გჭირდებათ თქვენივე სოციალური სტატუსის წარმომადგენელი მამაკაცი.

მერწყული

მერწყულები თავიანთ პარტნიორში მონათესავე სულს ეძებენ. ეს საკმარისი ხდება ქორწილისთვის. ეძებეთ თქვენი პარტნიორი საერთო ინტერესების მიხედვით. ზოგჯერ მერწყული ქალბატონის არჩევანი აუხსნელია, ის ქმარს გულით ირჩევს ხოლმე.

თევზები

თევზებისთვის მთავარია ისეთი პარტნიორის არჩევა, რომელიც მას სრულ თავისუფლებას მიანიჭებს. თევზები არასდროს მიიღებენ ტირან ადამიანს!