ორსულობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებული შეხედულებები მერყეობს ორ ძირითად ფრაზას შორის: ”გააჩინე, სანამ გვიანი არ არის” და ”გააჩენ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა გაქრება”. თუმცა, უახლესი კვლევები ადასტურებს, რომ ქალები, რომლებმაც პირველი შვილი 25 წელს გადაცილებულებმა გააჩინეს, ცოცხლობენ დიდხანს და უფრო ბედნიერებიც არიან, ვიდრე მათი სულსწრაფი დაქალები.

გვიანი დედობის პლიუსები

თუ ჯერ კიდევ გეჩვენებათ, რომ 27 წლის ასაკში თქვენმა მატარებელმა ჩაიარა, მაშინ თქვენი პანიკა ნაადრევია. ამერიკელმა  სპეციალისტებმა შეისწავლეს 20 000  ქალის რეპროდუქციული ასაკი და დაასკვნეს, რომ გვიანი ორსულობა ქალის ორგანიზმისთვის აუცილებელი და სასარგებლოა.ასევე, ხანგრძლივდება სიცოცხლის ასაკი. კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა გვიჩვენებს, რომ გვიან დედობას აქვს თავის უპირატესობები. ქალები, რომლებსაც პირველი შვილი 25 წლის ზემოთ ასაკში შეეძინათ, აქვთ 11% უფრო მეტი შანსი, რომ აღნიშნონ 90 წლის იუბილე

სხვა რა ბონუსები აქვს  გვიან ორსულობას?

სიმწიფის დონე

წარმატებული დრო! თქვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ენერგიული ხართ, როგორც 20 წლის, მაგრამ ამავე დროს უკვე პასუხისმგებლიანი და მოწიფული.

კარიერა და ფინანსები

თქვენ უკვე მიიღებდით განათლებას 30 წლამდე და ალბათ გაქვთ წარმატებული კარიერა. ამ ასაკის ადამიანები, როგორც წესი, საკმაოდ მტკიცედ დგანან ფეხზე და შეუძლიათ გამოყონ გარკვეული ფინანსები ბავშვის აღზრდისთვის.

ფსიქოლოგია

20 წლისები თქვენ ცხოვრობთ საკუთარი თავისთვის, მაგრამ 30-ის შემდეგ მზად ხართ წახვიდეთ გარკვეულ დათმობებზე და მსხვერლპზე, რომელსაც პატარა ბავშვი მოითხოვს. გარდა ამისა, ამ დროისთვის მიღებული ცხოვრებისეული გამოცდილება ქალს მატებს გამბედაობასა და ნდობას მის ქმედებებში, რომლებიც აუცილებელია დედობისათვის.