ყველას, ვისაც ერთხელ მაინც დაულევია სასმელი უზმოზე იცის, რომ ეს არ არის საუკეთესო იდეა. თუმცა, ზოგიერთი პროდუქტის ალკოჰოლთან ერთად მიღება არა მხოლოდ არ ეხმარება, პირიქით, უარყოფით გავლენას ახდენს ორგანიზმზე. ჩვენ შევადგინეთ ისეთი პროდუქტების სია, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოთ სპირტიან სასმელებთან ერთად.

სწრაფი კვების პროდუქტები

არაჯანსაღი საკვების მირთმევა ღვიძლს ძალიან ტვირთავს, ხოლო ალკოჰოლთან ერთად ეს ტვირთი ორმაგდება. გარდა ამისა ორივე ალკოჰოლიც და სწრაფი კვების პროდუქტებიც ზრდიან გალინინის – ნეიროპეპტიდის წარმოებას, რომელიც ჩართულია ჭამის პროცესში. გალინინი თავის მხრივ იწვევს ცხიმების მომატებულად მოხმარებას. ამიტომაც გაქვთ ასეთი ძლიერი მიდრეკილება ჰამბურგერთან.

გაზიანი სასმელები

ამერიკელი მეცნიერის ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ალკოჰოლის დაბალკალორიულ სასმელებთან ერთად მიღება იწვევს ორგანიზმის მაღალ ინტოქსიკაციას, ვიდრე ჩვეულებრივ გაზიან სასმელთან ერთად. ჩვეულებრივი პეპსი და ფანტას ალკოჰოლთან ერთად მიღებას, ჯერ კიდევ არავისთვის მოუტანია სარგებელი.

მარილიანი მისაყოლებლები

როდესმე დაფიქრებულხართ, თუ რატომ გთავაზობენ ბარებსა და რესტორნებში ლუდთან ერთად რაიმე მარილიან მისაყოლებელს, მაგალითად ჩიფსებს ან კარტოფილ ფრის? პასუხი მარტივია: ისინი იწვევს წყურვილს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ აუცილებლად დალევთ უფრო მეტს. ამან კი შეიძლება დამატებით ორგანიზმის გაუწყლოვანება გამოიწვის.

ყავა და ენერგეტიკულები

ალკოჰოლი ახდენს ნერვული სისტემის ზედმეტ დატვირთვას, ყავა და ენერგეტიკული სასმელები კი ასტიმულირებს მას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კოფეინის შემცველი სასმელები ანეიტრალებს ალკოჰოლის ეფექტს. ამით ვითომ ენერგიაზე მოდიხართ და ამიტომაც, თქვენ სვავთ საჭირო ზომაზე უფრო მეტს და მეტს.