როდესაც ჩვენთვის საყვარელი ადამიანი გვღალატობს, საკუთარ თავს ხშირად ვუსმევთ მსგავს კითხვებს: რატომ გადადგა მან ეს ნაბიჯი? რა არ ყოფნიდა? ვინ არის ამაში დამნაშავე? ჩვენ შევაგროვეთ ფსიქოლოგების მოსაზრებები, რაზეც სტატიაში ვისაუბრებთ.

#1. ემოციური სიახლოვის ნაკლებობა

პარტნიორთან გულახდილი საუბარის და მხარდამჭერი სიტყვების არარსებობა, სწორედ ეს უბიძგებს ღალატისკენ როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს. საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპი, რომ მამაკაცის ძირითადი მოტივი არის სექსი. თუმცა ქორწინების კონსულტანტი გარი ნიუმანი თავის წიგნში წერს, რომ მის კლიენტებს შორის მამაკაცების 47%, რომლებმაც თავიანთ ქალებს უღალატეს, ურთიერთობებში ემოციური სიახლოვის არარსებობა აღნიშნეს.

#2. გამოცდილების და გარემოს გავლენა

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს უკვე აქვს ღალატის გამოცდილება წინა ურთიერთობაში, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ის ამას კიდევ გააკეთებს. საინტერესოა, რომ ღალატზე ასევე გავლენას ახდენს სოციალური წრე. ერთ ანონიმურ კვლევაში, მამაკაცთა 75%-ზე მეტმა, აღიარა, რომ ცოლებს თავიანთი მეგობრებიც ღალატობდნენ.

#3. მოსაწყენი ინტიმური ცხოვრება

ცხოვრებაში ახალი ინტიმური შთაბეჭდილების ნაკლებობა არის მიზეზი, რის გამოც მამაკაცების 70% და ქალთა 49% საკუთარ პარტნიორს ღალატობს. აღსანიშნავია, რომ ბევრმა მათგანმა, ვინც ასეთი პასუხი გასცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზოგადად, მათ ურთიერთობას შეიძლება ბედნიერი ურთიერთობა ეწოდოს.

#4. ასაკობრივი კრიზისი

თითოეული ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ჩვენ ვიწყებთ ბოლო წლების შედეგების შეჯამებას. ზოგიერთი მიდის იმ დასკვნამდე, რომ ყველაფერი კარგია, ზოგსაც კი ასაკობრივი კრიზისი ეწყება. ამ დროს ადამიანი ცდუნების წინაშე ხდება დაუცველი და აკრძალული ხილის გასინჯვა უნდება. კვლევები აჩვენებს, რომ ხშირად ეს ხდება 29, 39, 49 წლის ასაკში, ანუ ახალი ათწლეულის დასაწყისამდე.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2