Загрузка...

ზოგჯერ თქვენ ისეთი განაწყენებული ხართ, ფიქრობთ, რომ მარტო ყოფნა უკეთესია, ვიდრე ტანჯული და ტკივილის მომტანი სიყვარული. ჩემო ძვირფასო, ლამაზო ქალბატონო… სიყვარული არ იწვევს სულიერ ტკივილს, ამას არასწორ მამაკაცთან ყოფნა იწვევს. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ სტატიას, სადაც გაიგებთ, თუ როგორი ტიპის მამაკაცებისგან უნდა დაიჭიროთ თავი შორს.

1. მამაკაცი, რომელსაც გამოსწორება სჭირდება
Загрузка...

ბიჭს აქვს პოტენციალი და გესმით, რომ ყველაფერი რაც მას სჭირდება — თქვენი სიყვარული და მზრუნველობაა, რათა მან თვითრეალიზება მოახდინოს. შეიძლება ის ვერცერთ სამუშაოზე ვერ ჩერდება. შესაძლოა, ის ძალიან ბევრს ეწევა და სვავს, არ გააჩნია საკმარისი ამბიციები და მას არ ესმის, რა უნდა გააკეთოს ამ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, თუ რაშია საქმე, თქვენ მასში ძალის და ენერგიის ინვესტიციისთვის მზად ხართ. ეს არასოდეს იმუშავებს, რადგან ადამიანები არსებითად არ იცვლებიან, თუ ამისთვის თავად არ არიან მზად. რჩევა იქნება შეეშვათ ასეთ ადამიანს და იპოვოთ ის, ვისაც თქვენთვის სასურველი თვისებები აქვს.

 

2. არაკომუნიკაბელური მამაკაცი

ასეთ მამაკაცს ემოციების და გრძნობების გადმოცემა არ შეუძლია, თუნდაც ამაზე მისი ცხოვრება იყოს დამოკიდებული. ის სახლში მოსვლას აგვიანებს და არც კი ფიქრობს, რომ დაგირეკოთ და ამის შესახებ შეგატყობინოთ. თქვენ ის არაფერს გიყვებათ და ეს მას საერთოდაც არ აწუხებს. ის არ თვლის, რომ თქვენს შორის კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, ამიტომაც ის თქვენთან არ დააპირებს კომუნიკაციას, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ეს გინდათ. თუ თქვენ იმ ქალებისგან ერთ-ერთი ხართ, რომლებსაც აინტერესებს რას გრძნობს და სად არის მისი მამაკაცი, მაშინ ასეთი ტიპის მამაკაცი უნდა მიატოვოთ, რადგან ის არასდროს გამოსწორდება.

 

3. მექალთანე

სიტყვა ”მექალთანეს” მიხედვით უკვე ყველაფერია ნათქვამი: მას თქვენ უყვარხართ, ისევე როგორც ბევრი სხვა ქალი. თქვენთან სექსი შესანიშნავია, ისევე როგორც სხვა ქალებთან. თქვენ არასდროს იქნებით მისი ერთადერთი, უბრალოდ იმიტომ, რომ მას ეს არ შეუძლია. მრავალფეროვნება — მისი ცხოვრების სტილია. თუ თქვენ სრულყოფილ და მონოგამურ ურთიერთობას ეძებთ, თქვენ ამას მასთან ვერ იპოვით.

 

სტატიის გაგრძელება იხილეთ
გვერდები: 1 2
Загрузка...