Загрузка...
ყველაზე უკომფლიქტო წყვილები

couple romantic გიფს-ის სურათის შედეგი
მიჩნეულია, რომ ერთი და იგივე სტიქიის ნიშნები ერთმანეთს იდეალურად ეწყობიან. (ცეცხლოვანი, წლის, ჰაერის თუ მიწის სტიქიის) ეს ბოლომდე არ შეესაბამება რეალობას. მართალია ასეთი წყვილები ერთმანეთს უგებენ და საჩხუბარი არაფერი აქვთ, თუმცა ზოგიერთი ნიშანი საჭიროებს დინამიკას ურთიერთობაში და არა მონოტონურ ჰარმონიას. ყველაზე ჰარმონიულ წყვილებს ორი წყლის სტიქიის ან ორი მიწის სტიქიის ნიშნები ქმნიან. მოსწონთ ამგვარი ერთფეროვნება და სწორედ ესაა ბედნიერი პირადი ცხოვრების საიდუმლო მათთვის. ასეთი ცნობილი წყვილია ელიზაბეტ ტეილორი (თევზები) და რიჩარდ ბარტონი (მორიელი).
უკომფლიქტო წყვილების მეორე კატეგორია დინამიკის მოყვარული ნიშნები არიან. ცეცხლისა და ჰაერის სტიქიის წარმომადგენლები ნაწილობრივ გვანან ერთმანეთს, მაგრამ საკმარისადაც განსხვავდებიან. ერთი მეორეს ავსებს, აწონასწორებს და ეხმარება. სირთულეებს მათი საპირისპირო მახასიათებლების მეშვეობით გადალახავენ. განსაკუთრებული შემთხვევაა სრულად საპირისპირო ნიშანთა წყვილები (ვერძი-სასწორი, ლომი-მერწყული, მშვილდოსანი-ტყუპები) მათ უჭირთ საერთო ენის გამონახვა, თუმცა რამდენადაც განსხვავებულნი არიან, იმდენადვე ურთიერთსასარგებლონიც აღმოჩნდნენ. ასეთები არიან ჯონ და ჟაკლინ კენედები (ტყუპები-ლომი).

პლანეტათა განსაკუთრებული კომბინაციის წყვილები

couple romantic გიფს-ის სურათის შედეგი
ერთი და იგივე პლანეტის მფარველობის ქვეშ მყოფ ნიშანთა წყვილები განსაკუთრებულად კარგად ეწყობიან. (ვერძი-მორიელი, კურო-სასწორი, ტყუპები-ქალწული, მშვილდოსანი-თევზები, თხის რქა-მერწყული) ამგვარ პარტნიორებს სრულად ჰარმონიულს ვერ ვუწოდებთ, რადგან მათში საკმაოდ დიდი შინაგანი დაძაბულობა და უთანხმოებებია, თუმცა ერთმანეთი განსაკუთრებით იზიდავთ, ისეთ თვისებებს აღმოაჩენენ საკუთარ პიროვნებაში, რაც იქამდე ვერ წარმოედგინათ. წინააღმდეგობათა მიუხედავად მათ შეუძლიათ რეალურად ბედნიერები იყვნენ. კუროსა და სასწორის კავშირი გამორჩეულად უკომფლიქტოა. ორივე მათგანი კომფორტს ეძებს, კურო გარეგანს, სასწორი შინაგანს. კურო მატერიალურად უზრუნველყოფს, სასწორი კი ურთიერთობებს ალაგებს სამყაროსა და ადამანებთან. ამგვარად ისინი შესანიშნავ მთლიანობას ქმნიან. ტყუპებსა და ქალწულს საქმიანი ურთიერთობები უფრო პროდუქტიული გამოუვათ, ვიდრე რომანტიული. ერთს თეორიული ინტელექტი აქვს მეორეს პრაქტიკული, რაზეც ინტიმურ გრძელვადიან და მყარ ურთიერთობას ვერ დააშენებ.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
გვერდები: 1 2
Загрузка...