ჩვენი რჩეული ყველაფერში სრულყოფილი გვეჩვენება და ეს ძალიან კარგია! მაგრამ თუ არ გინდათ, რომ ბოლო მომენტში გაიქცეთ საკურთხევლიდან, კარგი იქნება თუ ერთმანეთს ჯერ კარგად გაიცნობთ. ჩვენ შევაგროვენ ისეთი კითხვები, რომლებსაც კარგი იქნება თუ ქორწილამდე დაუსვამთ.

ჰობი და პირადი სივრცე

პერსპექტივა, გახდეს სამაგალითო ოჯახის კაცი აშინებს ბევრ შემოქმედებით პიროვნებას, მაგრამ ერთად ცხოვრება – საერთოდაც არ არის განაჩენი. თუ ქორწინებამდე გაქვთ გულწრფელი ინტერესი ერთმანეთის გატაცებებთან, ეს მომავალში კიდევ უფრო დაგაახლოვებთ.

დადებითი და უარყოფითი მხარეები

ზოგჯერ ჩვენ ერთმანეთის ხარვეზებზე კვირის, თვის ანდაც წლებიც შემდეგ ვიგებთ. მაგრამ არიან წყვილები, ვინებმაც რჩეულის არასრულყოფილებაზე ყველაფერი ჯერ კიდევ პირველი შეხვედრისას გაიგო. ეს არის საუკეთესო ვარიანტი, რაც უფრო ადრე შეაფასებთ და მიიღებთ პარტნიორის პლიუსებს და მინუსებს, მით უფრო ნაკლებია იმედგაცრუების შანსი.

ბავშვები, მშობლები და ცხოველები

და აი ისიც, ძირითადი საკითხები. როდის და რამდენი შვილი გინდათ, იცხოვროთ ცალკე თუ მშობლებთან, გაიჩინოთ კატა ან მინი ზოოპარკი? ბოლო ორი პრობლემა როგორმე მაინც მოგვარებადია, მაგრამ თუ მომავალი მეუღლე გეგმავს ერთ შვილს და ეგეც მაქსიმალურად გვიან, თქვენ კი დიდ ოჯახზე ოცნებობთ, ეს ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით.

ფული

როგორც წესი, შეყვარებული წყვილები მზად არიან გაუზიარონ ერთმანეთს რესურსები. თუმცა, შემოსავლების ოდენობა ჩვენს ცხოვრებაში შეიძლება მერყეობდეს. ”რომანტიკაზე ხარჯვა” რა თქმა უნდა არ მოითხოვს მკაცრ ანალიზს, მაგრამ თუ გადაწყვეტთ ფინანსური ლაბირინთების ერთად გადალახვას, დაიწყეთ თქვენი ბალანსის გულწრფელად განხილვა და ისარგებლეთ ოქროს წესით.

სექსი

ზოგჯერ ყველაზე ვნებიანი წყვილებიც კი ამჩნევენ, რომ მათ განსხვავებული სექსუალური ფანტაზიები და მოთხოვნილებები აქვთ. უმჯობესია თუ ერთმანეთის შესწავლას დაიწყებთ. სხვათა შორის, შემეცნებითი ფილმები, სასაცილო ტესტები და კარგი ღვინო ხელს უწყობს ერთმანეთის შესანიშნავ შესწავლას.

პრიორიტეტები, ტრადიციები, რელიგია

ექსპერტების აზრით, ოჯახური ფასეულობებისა და რელიგიის შესახებ აზრთა სხვადასხვაობის გამო კონფლიქტები, ჩვეულებრივ, ბავშვის დაბადების შემდეგ იწყება. ორივეს, მამასაც და დედასაც უნდათ, რომ ბავშვი საუკეთესო (თავისი) ტრადიციებით გაზარდოს. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება თუ გეგმა წინასწარ გექნებათ, რომლის პრიორიტეტიც ჰარმონია ოჯახში და ბავშვის მომავალი იქნება.

სიყვარულის გამოხატვის კატეგორიები

წიგნი “სიყვარულის 5 ენა” სასარგებლო რჩევებს იძლევა. სიაში ჩამოთვლილია სიყვარულის გამოხატვის 5 ვარიანტი: მომსახურება, დადასტურება, ხარისხიანი დრო, საჩუქრების მიღება და შეხება. მიაქციეთ ყველას სათანადო ყურადღება.

თქვენი მომავალი

და როგორ ხედავთ მომავალს? თქვენი ხედვები თუ ემთხვევა ერთმანეთს? ითამაშეთ ერთი შესანიშნავი თამაში: აიღეთ ფურცელი და რიგის მიხედვით დახატეთ ყველაფერი, რისი შექმნაც ერთად გსურთ. სახლი, ინტერიერი, საქორწინო ადგილი, ბავშვების რაოდენობა, თქვენი ოცნების ქვეყანა, ნივთები, მიზნები… თამაშები და გამოცანები დაგეხმარებათ ურთიერთობების განვითარებაში.