სტატიაში გთავაზობთ ჯანსაღი ცხოვრების 8 წესს, რომელიც უკვე დიდი ხანია აღარ მუშაობს და აუცილებლად უნდა გასწორდეს. სტატიის წაკითხვისას ამას თვითონვე მიხვდებით.

1. დღე-ღამეში 8 საათი უნდა გვეძინოს

ამერიკის მედიცინის აკადემიის კვლევებმა დაამტკიცა, რომ ადამიანისთვის 7 საათი ძილი საკმარისია. ამ დროის განმავლობაში ჩვენი სხეული ასწრებს აღდგენასა და საჭირო ძალის მოპოვებას.

2. დილით სირბილი

სირბილი სასარგებლოა როგორც დილით, ისე საღამოთი, ამიტომ თუ დილით არ გაქვთ საკმარისი ძალა, სურვილი და დრო, ამით არაფერი დაშავდება. გარდა ამისა, სირბილამდე სხეულს უნდა მისცეთ დრო გაღვიძებისთვის, შემდეგ სასურველია ისაუზმოთ, დაიცადოთ 40 წუთი, სანამ საკვები შეიწოვება და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელოთ ფიზიკური დატვირთვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოულოდნელი მოძრაობის გამო, შეიძლება დაკარგოთ გონება…

3. ტკბილეულის გამორიცხვა

ტკბილეული ტვინის სრული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, რადგან ის გლუკოზას შეიცავს. სწორედ ამიტომ არ ღირს, რომ ტკბილეული თქვენი მენიუდან სრულიად გამორიცხოთ. უმჯობესი იქნება, თუ უბრალოდ შაქრის ოდენობას შეამცირებთ.

4. ჭამის დროს წყლის არდალევა

წყალი საჭმლის მომნელებელი სისტემის სათანადო ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. აქედან გამომდინარე, წყლის დალევა შეგიძლიათ და გჭირდებათ, მაგრამ მცირე რაოდენობით. ამით თქვენ ხელს შეუწყობთ კუჭის მუშაობას და საკვები უფრო სწრაფად შეიწოვება.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2