ქალებს სილამაზის გარდა აქვთ ისეთი ჩვევები, რითაც კაცის მართვა შეუძლიათ, მაგრამ ამავდროუად აქვთ ისეთი თვისებებიც, რომლებიც კაცებს ძალიან აღიზიანებს. ჩვენ შევკრიბეთ ასეთი 10 ჩვევა, რომლებსაც ქვევით იხილავთ.

მამაკაცის თეფშიდან ჭამა

ნუ შეეცდებით პარტნიორის თეფშიდან ჭამას, რადგან შეიძლება გაღიზიანდეს რამდენიმე მიზეზის გამო. დაწყებისთვის, ის შეიძლება იყო მესაკუთრე პიროვნება, ან მცირე რაოდენობით საკვებმა შეიძლება მშიერი დატოვოს. თუ თქვენ გინდათ მეტი საჭმელი შეუკვეთეთ ცალკე.

ყოველდღე გართობა

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მამაკაცს მოსწონს კლუბის, ალკოჰოლის და ხალხმრავლობის მოყვარული გოგონები, მაგრამ ეს ნამდვილად არ მოეწონება იმ ადამიანს, ვისაც თქვენ მიმართ სერიოზული გრძნობები აქვს.

ჭორაობა

ჭორაობის მუდმივი სურვილი, რა აცვიათ სხვებს, ან რა გეგმები აქვთ სამომავლოდ ძალიან გამაღიზიანებელია. ასეთი ქცევით თქვენ ასევე დააინტერესებთ პარტნიორს რას ჭორაობთ მის ზურგს უკან.

არაშესაფერისი ჩაცმულობა

ყველას გვინდა უნაკლოდ გამოვიყურებოდეთ, თუნდაც უბრალოდ პარკში ვსეირნობდეთ, მაგრამ ნამდვილად არ იქნება კარგი არაკომფორტულმა მაღალქუსლიანების და მოტკეცილი კაბის გამო მამაკაცმა თქვენი საყვედურები ისმინოს.

საერთო სივრცის თქვენი ნივთებით დაკავება

თუ აბაზანას თქვენი ნივთებით გაავსებთ და გარდერობსაც თქვენი ტანსაცმლით გამოტენით, მაშინ პარტნიორს აღარ დარჩება თავისთვის გამოსაყენებელი ადგილი. შეიძლება თავი შეურაცხყოფილადაც იგრძნოს. ამიტომ, ნუ დააწყობთ ყველგან თქვენს ნივთებს, ადგილი სხვასაც დაუტოვეთ.

ნამიოკები

საჩუქრის ყიდვის სურვილს ქალი ხშირად ნამიოკებით გამოხატავს, რაც ძალიან გამაღიზიანებელია. თუ კაცი აპირებს თქვენი საყვარელი ნივთის ჩუქებას, ამ დროს კი ქალი ნამიოკებით ელაპარაკება ამაზე, ეს ადამიანს ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს.

უმიზეზოდ ტირილი

ქალის ცრემლები პირველია მამაკაცების შიშების სიაში, ამიტომ ხშირად იყენებენ ამ ტექნიკას. თუ ეს ქცევა იქნება სისტემატური გამოიწვევს პარტნიორის გაღიზიანებას და თქვენ მიმართ სიმპატიებითაც არ იქნება განწყობილი. შეიძლება ცრემლებით კამათში გაიმარჯვოთ, მაგრამ ურთიერთობაში დამარცხდებით.

საათები თავის მოსაწესრიგებლად

თუ დიდი დრო გჭირდებათ მოსამზადებლად და ამის გამო პაემანზე აგვიანებთ, შეიძლება მამაკაცს კითხვები გაუჩნდეს თქვენს პუნქტუალურობასა და პასუხიმგებლობაზე. რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ მან შეიძლება ვერ კი შეამჩნიოს თქვენი ახალი ვარცხნილობა.

არგუმენტებში სხვების აზრის გამოყენება

როდესაც ცდილობთ პრობლემის მოგვარებას და ქალი არგუმენტად  მეგობრების ან მშობლების აზრს იყენებს, ეს მას ავტორიტეტს აკარგვინებს და მამაკაცს იმედგაცრუებულს ტოვებს. პირადი პრობლემები უნდა დარჩეს მხოლოდ თქვენ ორს შორის.

უპასუხო შეკითხვები

ყოველთვის სახიფათოა, როდესაც ქალი მამაკცს ეკითხება თუ როგორ გამოიყურებ. ამ შეკითხვას მხოლოდ ერთი პასუხი აქვს.