ეტიკეტი – წესების კომპლექტია, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება და არ შეიძლება გაკეთდეს გარკვეულ სიტუაციებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ეს – სოციალური ნორმებია. თანამედროვე სამყაროში ბევრი მათგანი მოძველებულად ითვლება, მაგრამ ეტიკეტის წესების დაცვა ყოველთვის კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს და მათი ცოდნა გამოგადგებათ სადღესასწაულო ღონისძიებებში.

1. თუ ღონისძიებაზე დაგპატიჟეს, დარწმუნდით, რომ თქვენი იქ ყოფნა აუცილებელია.

2. თუ მიიღეთ მიწვევა, გამოიჩინეთ პუნქტუალურობა – არ თქვათ ცნობილი ფრაზა ”ცოტა დამაგვიანდება” მიდით დროულად.

3. სტუმრათ მისვლისას კარგი იქნება, რომ საჩუქრით მიხვიდეთ. ყველაზე კარგი ვარიანტი – ღვინო და დესერტია. თუ სალხში პატარა ბავშვები არიან, რამე მათთვისაც წააყოლეთ.

4. მისალმების ფორმატი შესასვლელთან – კოცნა, ჩახუტება და ხელის ჩამორთმევა – დიდი ასაკის მქონე სტუმრებს განსაზღვრავს.

5. მაგიდასთან ჩვეულებრივი წესები ვრცელდება. ჭამეთ იგივე ტემპით, როგორც ამას სხვები აკეთებენ.

6. კარგი იქნება, თუ ზოგიერთ არასასიამოვნო თემაზე საუბარს თავიდან აიცილებთ. არ აუწიოთ ხმას, რათა საუბარი ყველასთვის კომფორტული იყოს.

7. მობილური ტელეფონი – არ არის დანაჩანგალი, ამიტომ მისი ადგილი მაგიდაზე არ არის. უმჯობესია ვახშმის დროს ტელეფონი საერთოდ არ გამოიყენოთ.

8. სტუმრების მიღებისას დარწმუნდით, რომ მაგიდის ზომა შეესაბამება სტუმრების რაოდენობას. მაგიდა უნდა იყოს შეუდარებელი…

9. ჭურჭელი აუცილებელია, რომ ერთი კომპლექტისგან შედგებოდეს.

10. სტუმრების მიღებისას დუყოვნებლივ მიესალმეთ ახალმოსულებს და შესთავაზეთ აბანო, თმისა და მაკიაჟის გასასწორებლად.

11. სტუმრებს შორის, თუ უცხო ადამიანები არიან, ისინი ერთმანეთს აუცილებლად უნდა წარუდგინოთ. პირველ რიგში ქალბატონები. აუცილებელია, რომ ერთმანეთი სრული სახელით გააცნოთ.

12. ქალბატონების საყურადღებოდ: სტუმრებთან საუბრისას მაკიაჟის გაკეთება ან გასწორება არ არის რეკომენდირებული.