მავნე ჩვევების გადაგდება რთულია. კიდევ უფრო სახიფათოა მაშინ, როდესაც ვფიქრობთ, რომ ეს სასარგებლოა, მაგრამ სინამდვილეში ზიანს აყენებს ჩვენს ორგანიზმს.

ცემინებისგან თავის შეკავება

როდესაც პირს ხურავთ ან ცხვირზე ხელს იჭერთ ამით ხელს ვუშლით ცემინებას, რითაც შიდაქალის წნევა იზრდება. ტვინს სისხლი აღარ მიეწოდება, ასევე ვიწროვდება სისხლძარღვები და ნერვული ქსოვილები. ამან შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, სისხლძარღვების დაზიანება და სმენის პრობლემები. არასოდეს შეუშალო ორგანიზმს ხელი დაცემინებაში.

პარფიუმერიის გამოყენება

მძაფრი სუნისთვის სინთეზურ ნივთიერებებს ხშირად იყენებენ სუნამოებში, ასევე ბუნებრივი ზეთებისგან გასხვავებით ძალიან იაფია. ამ ნივთიერებებმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, გულისრევა და ძილიანობა. ასევე აღიზიანებს თვალებს, ყველს და კანს. ეს საუკეთესო მიზეზია იმისთვის, რომ შეცვალოთ პარფიუმერია ეთერზეთებით.

ძილის წინ ტელეფონის გამოყენება

ხელოვნური სინათლე ღამით ამცირებს მელატონის ჰორმონების წარმოებას, რომლებიც ძილს არეგულირებენ. მელატონის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, კიბო, სიმსუქნე, გულის დაავადებები და იმუნური სისტემის დაქვეითება. ამრიგად, ღამე ტელეფონის მოშორება გააუმჯობესებს თქვენს ჯანმრთელობას.

საჭმლის შენახვა პლასტმასის კონტეინერებში

ბევრი პლასტმასის ყუთი შეიცავს ხელოვნურ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ელასტიურობას უნარჩუნებს. თუ პლასტამსის ყუთში საჭმელს დიდი ხნით გააჩერებთ ეს გამოიწვევს ხელოვნური ნივთიერებების საკვებში შერევას. უმჯობესია შეინახოთ შუშის, კერამიკის ან ფოლადის კონტეინერებში.

კბილების გაწმენდა ჭამის შემდეგ

სტომატოლოგების რეკომენდაციით კბილები ჭამიდან 30 წუთის შემდეგ უნდა გაიწმინდო. თუ შესაძებელია 1 საათის შემდეგ. საკვები და სამელი — განსაკუთრებით მაღალი მჟავიანობის შემცველნი აზიანებენ კბილის მინანქარს, ჯაგრისით გაწმენდისას კი მჟავები უფრო ღრმად აღწევენ დენტინში.

ანტიბაქტერიული საპნის ხშირი გამოყენება

სასარგებლო ბაქტერიების უმეტესობა ცხოვრობს კანის ზედაპირზე, რომლებიც ჩვენს სხეულს იცავენ. თუ ხშირად გამოიყენებთ ანტიბაქტერიულ საპონს ამით გაზრდით უცხო სხულების ორგანიზმში შეღწევის რისკს. დერმატოლეგების რეკომენდაციით ანტიბაქტერიული საპნის გამოყენება უმჯობესია რილობების და ნაკაწრების დროს. გამოიყენეთ მახსიმუმ კვირაში ორჯერ.

ვიწრო ჯინსების ჩაცმა

მიუხედავად იმისა, რომ მოდურია, ისინი გვიჭერენ კანზე და ნერვულ დაბოლოებებზე. ეს იწვევს დისკომფორტის მუდმივ განცდას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნერვული სისტემის პრობლემები. ასევე ზღუდავს კანისთვის ჰაერის მიწოდებას, რაც იწვევს ქავილს, საბოლოო ჯამში კი ფეხების დაბუჟებას.

ახლად დაწურული წვენის დალევა

ცოტამ თუ იცის, რომ ახლად დაწურული წვენი მხოლოდ მცირე რაოდენობით არის სასარგებლო. დიდი რაოდენობით მიღება გამოიწვევს დაავადებებს და მნიშვნელოვნად დააზიანებს თქვენს სხეულს. მაგალითად, ყურძნის წვენი არ არის რეკომენდირებული მძიმე წონიანებისთვის და დიაბეტით დაავადებულებისთვის. უფრო მეტიც, წვენი ძლიერია ალერგენებით. არ მიაღებინოთ ბავშვებს დიდი რაოდენობით და თუ შესაძლებელი იქნება ექიმთან კონსულტაცია გაიარეთ.