ყველა კაცს არ შეუძლია თავისი გრძნობების სიტყვებით გამოხატვა, საბედნიეროდ, ამაში სხეულის ენა დაგეხმარებათ. გინდათ გაიგოთ რას გეტყვით ჩახუტება თქვენს ურთიერთობაზე? სტატიაში ყველაფერს იხილავთ.

1. უკნიდან ჩახუტება

უკნიდან ჩახუტებით პარტნიორი გიმტკიცებთ, რომ დაგიცავთ ნებისმიერი სირთულეებისგან და არ შეეშინდება პასუხისმგებლობის აღების. ის ნამდვილი რაინდია და მის გვერდით თავს უსაფრთხოდ იგრძნობთ.

.

 

2. წელზე მოხვევა

მაშინაც კი, თუ ჯერ კიდევ მამაკაცს თქვენთვის არ გაუმხელია გრძნობები ჩახუტება თავად იტყვის ამას. ის თქვენთან შეუიარაღებელია და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს თქვენთა, მაგრამ ფრთხილად იყავით: ასეთ მამაკაცებს ძალიან მარტივად უყვარდებათ და ასევე მარტივად იძახიან მასზე უარს.

3. ჩახუტება ზურგზე ხელის დადებით

ასეთი სახის ჩახუტებას უფრო მეგობრობის სახე აქვს, ვიდრე რომანტიკული ურთიერთობის. თუ თქვენ ამ დროისთვის მეგობრები ხართ, მაშინ რომანტიზმი ნაკლებად სავარაუდოა: ის მხარს გიჭერთ და ესმის თქვენი, ამიტომ სასიყვარულო ურთიერთობა შეუძლებელია.

4. ჩახუტება, როდესაც თვალებში უყურებ

თუ ის გეხუტებად ძალიან ნაზად და დელიკატურად, შედეგ კი თვალებში გიყურებთ, დარწმუნებული იყავით: ეს თქვენს შორის ნამდვილი და ღრმა კავშირის სიმბოლოა. ის ძალიან გაფასებთ და ყველაფერი, რაც ხდება ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის. ასეთ ურთიერთობას აქვს მომავალი და შესაძლოა ბედნიერი დასასრულიც.

5. ჩახუტება ”ლონდონის ხიდი”

ამ დროს თქვენს შორის მანძილია და ჩახუტება მხოლოდ ზრდილობის გამომხატველია. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენ სინადვილეში არ ზრუნავთ ერთმანეთზე და ყველაფერი მხოლოდ თავის მოტყუებაა. თუ ოჯახურ სადილზე შენს საშინელ ბიძას შეხვდება ეს ჩახუტება მისაღებია, მაგრამ ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2