გიფიქრიათ როდესმე, რომ ასპირინს ტკივილის მოხსნის გარდა, სხვა დადებითი თვისებებიც აქვს? ეს არის წამალი, რომლის შეძენა რეცეფტის გარეშე ნებისმიერ აფთიაქში შეიძლება. მას აქვს სხვა გასაოცარი თვისებებიც, რომლებიც ბევრმა არ იცის.

Simp.Ge წარმოგიდგენთ 10 პრობლემას, რომლის მოგვარებაში სწორედ ასპირინი დაგეხმარებათ.

1. ეხმარება აკნესთან ბრძოლას.

ანთების საწინააღმდეგო თვისებების დახმარებით, ასპირი ამცირებს სახის კანზე აკნეებს. ამისთვის ვიღებთ 2-3 ტაბლეტ ასპირინს, ვფხვნით და შემდეგ ვხსნით ლიმნიან წყალში. შემდეგ ეს ნარევი წაისვით სასურველ ადგილას, დააცადეთ ორი წუთით და შემდეგ მოიბანეთ წყლით. ამ ნარევის გამოყენება არ შეიძლება მზეზე გასვლის წინ.

2. ათავისუფლებს მწერების ნაკბენის ქავილისგან

ასპირინი ასევე ამცირებს კოღოს ნაკბენისგან გამოწვეულ შეშუპებას. წყალში გავხსნათ აბი და შემდეგ ორი წუთით წავისვათ ნაკბენზე.

3. ამცირებს ფორებს სახეზე

ასპირინი არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას, რითაც მცირდება ფორების ზომა, კანი ხდება ნაზი და გლუვი. საჭიროა ნიღბის გაკეთება რასაც სჭირდება მხოლოდ 5 წუთი.
7 ასპირინის აბი, 3 სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი ან არაჟანი, 1 სუფრის კოვზი თაფლი
გაიჩერეთ ნიღაბი სახეზე 2-3 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.

4. ათავისუფლებს ქერტლისგან

ქერტლი არასასიამოვნო შესახედაობის გარდა, იწვევს ქავილს. იმისათვის, რომ თავი დააღწიოთ, უნდა დაფხვნათ ორი აბი და შეურიოთ შამპუნს, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.

5. იგი მოქმედებს, როგორც ექსფოლიანტი

ასპირინი მშვენივრად ართმევს თავს ეპიდერმისის მკვდარი უჯრედების მოშორებას. ექსფოლიანტის დასამზადებლად საჭიროა რამდენიმე აბის შერევა წყალში. გაიჩერეთ ნარევი კანზე 2-3 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ. თუ გაქვთ მგრძნობიარე კანი გამოიყენეთ ფრთხილად, რადგან შეიძლება კანი გაღიზიანდეს.

6.ეხმარება ფეხზე მაზოლების მოშორებას

ამ ტაბლეტებს შეუძლია ფეხებს შეუნარჩუნოს სინაზე. დამზადება: აიღეთ 7 აბი და შემდეგ შეურიეთ ლიმნის წვენს. შემდეგ დაიდეთ და გააჩერეთ ფეხები სითბოში 10 წუთით.

7. აღდგენს დაზიანებულ თმებს.

ასპირინს ასევე შეუძლია სარგებელი მოუტანოს თმებსაც. მატებს სირბილეს და ბრწყინვალებას, ეხმარება თმებს ფერის შენარჩუნებაში. გახსენით ასპირინი ერთ ჭიქა თბილ წყალში. თავის შამპუნით დაბანის შემდეგ წაისვით დამზადებული ხსნარი, გაიჩერეთ 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.

8. აშორებს ტანსაცმელს ლაქებს.

შეურიეთ ასპირინი თბილ წყალს, შემდეგ წაუსვით დალაქავებულ ადგილს და გააჩერეთ ერთი ღამით. ამის შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებრივ და ისიამოვნეთ შედეგით.

9. გეხმარება აბაზანის გაწმენდაში.

აურიეთ 5 ცალი ასპირინი საწმენდ ხნარში და დაასხით სასურველ ადგილზე. ნახევარი საათის შემდეგ კი თავისუფლად გაწმინდავთ ჩვეულებრივი გუბკით.

10. აძლიერებს ბრჩხილებს.

აურიეთ 200 მილიგრამ წყალში 2 აბი ასპირინი, ვიტამინი A, ერთი სუფრის კოვზი ზღვის მარილი და მცენარეული ზეთი. ჩაყეთ 10 წუთით ხელები ვანაში, ამის შემდეგ წაისვით ფრჩხილებზე (სალფეტკით).