გონება – ეს წარმოუდგენლად მიმზიდველი თვისებაა, რომელიც ნებისმიერ ქალს უძლეველს ხდის. თუმცა, ბოლო კვლევებმა აჩვენა: ქალი რაც უფრო ჭკვიანია, მით უფრო დიდი შანსია, რომ ის მარტოხელა იქნება. სტატიაში წარმოგიდგენთ 9 მიზეზს, რის გამოც ჭკვიანი ქალები უპირატესობას მარტოობას ანიჭებენ…

1. ჭკვიან ქალებს უნდათ მამაკაცი, მაგრამ არ სჭირდებათ

რასაკვირველია, მამაკაცს შეუძლია ცხოვრება უფრო გაადვილოს, მაგრამ ჭკვიან ქალებს ყველაფრის გაკეთება თავადაც შეუძლიათ. მათი ცხოვრება არ განადგურდება, თუ გარკვეული დრო მარტონი იქნებიან.

2. ჭკვიან ქალებს ესმით, რომ ცუდ ურთიერთობაში ყოფნას მარტოობა ჯობია

ჭკვიანი ქალები არაჯანსაღ ურთიერთობებს ვერ ამართლებენ, ისინი ამას უბრალოდ ასრულებენ. სინამდვილეში, ისინი ასეთ ურთიერთობაში თავიდანვე არ შევლენ, რადგან საგანგაშო ნიშნებს კილომეტრზე ხედავენ.

3. ჭკვიანი ქალები ურთიერთობაში არ თამაშობენ

ზოგჯერ გვეჩვენება, რომ მამაკაცების ყურადღების მისაპყრობლად, რაღაც თამაში უნდა ითამაშოთ. მაგრამ ჭკვიან ქალებს მანიპულაციისთვის დრო არ აქვთ. მათ არ სურთ თანამედროვე ტენდენციებთან შეგუება, როგორიცაა: სექსი ვალდებულებების გარეშე და ა.შ.

4. ჭკვიან ქალებს მხოლოდ სხეული არ სჭირდებათ

ჭკვიან ქალებს მხოლოდ სხეული არ სჭირდებათ, რადგან იციან, რომ ისინი უფრო მეტს იმსახურებენ.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2