ცხოვრების ტემპი ყოველდღიურად ჩქარდება, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მასთან ერთად ადამიანებში ფსიქო-ემოციური დაძაბულობაც იზრდება. რეგულარული ნერვული აშლილობა ზოგიერთი ჩვენგანისთვის უკვე კარგად ნაცნობია. ეს კი სერიოზული მიზეზია, რათა ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დავფიქრდეთ. ჩვენ გთავაზობთ მარტივ გზებს, რათა იზრუნოთ თქვენსა და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობაზე.

#1. გადაწყვიტეთ ძილთან დაკავშირებული პრობლემები

ძილი აუცილებელია ორგანიზმის ყველა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ძილის დროს ტვინის აქტივობა მცირდება, იწყება მთელ დღეში მიღებული ინფორმაციის დამუშავება და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მეხსიერებაში საიმედოდ ინახება. მიმდინარეობს ორგანიზმის აღდგენა და იხსნება დაძაბულობა, რომელიც ადამიანს მთელი დღის განმავლობაში აწუხებდა.

#2. არ შეგრცხვეთ ფსიქოლოგთან სიარულის

ნუ მოგერიდებათ ფსიქოლოგთან სეანსის დანიშნვა. შეიძლება თქვენ საკმარისად ჭკვიანი ხართ, მაგრამ გახსოვდეთ: ერთი თავი კარგია, ორი კი ყოველთვის უკეთესია. ხოლო უფრო სასარგებლო იქნება, თუ “მეორე თავს” არა თქვენს დაქალს, არამედ პროფესიონალს დაუთმობთ.

#3. ჭამეთ იოგურტი

ბოლოდროინდელმა კვლევამ დაამტკიცა, რომ პრობიოტიკები, რომელსაც იოგურტი შეიცავს, დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანები, რომლებიც რძის პროდუქტებს რეგულარულად მოიხმარენ, შედარებით ნაკლებად დეპრესიულები არიან და მათში ჰიპერტენზიის განვითარების რისკიც დაბალია.

#4. ნუ დალევთ ბევრ ყავას

ყავის გადაჭარბებული მოხმარება იწვევს გაღიზიანებას, ნერვოზულობას და შფოთვას. მეორეს მხრივ კი, საყვარელ სასმელზე მკვეთრმა უარმა შეიძლება იგივე სიმფტომები გამოიწვიოს. გარდა ამისა, ზოგიერთი სამეცნიერო კვლევა ადასტურებს, რომ: ყავის გარკვეული რაოდენობა გვიცავს დემენციისგან. ეს ყველაფერი გვიჩვენებს, თუ რამდენად ძლიერ გავლენას ახდენს კოფეინი თავის ტვინის აქტივობაზე და რამდენად მნიშვნელოვანია ის, თუმცა გარკვეული რაოდენობით.

#5. მიიღეთ მზის აბაზანები

D ვიტამინის დეფიციტი ემუქრება არა მარტო ძვლების სისუსტეს, არამედ ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადების განვითარებას, ვირუსების და დეპრესიების წინააღმდეგობის შემცირებას და ა.შ. აქედან გამომდინარე, D ვიტამინის არსებობა ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
გვერდები: 1 2