ყოველდღიური ჰოროსკოპი

თევზები

ცვლილებები, რომლებიც ცოტა ხნის წინ შეგეხოთ არც ისე სახუმაროა. თქვენ გჭირდებათ ახლობლების მხარდაჭერა. საბედნიეროდ იმაზე მეტი შეგიძლით, ვიდრე წარმოგიდგენიათ. თქვენ ძალიან ბევრს მიაღწევთ თუ საკუთარ ძალებში დარწმუნდებით. თქვენი პრინციპებისთვის და ცხოვრების ახალი გამოწვევებისთვის ბოლომდე იბრძოლეთ. არ შეგეშინდეთ საზოგადოების აზრთან შეწინააღმდეგების.

 

ტყუპები

როდესაც გაქვთ კონკრეტული გეგმა და სურვილი ყველაფრის მიღწევა შეგიძლიათ. დღეს მიზნისკენ მიმავალ გზაზე გექნებათ ხელის შემშლელი ფაქტორები და ძირითადად გადასაჭრელი გექნებათ ცხოვრებისეული აუცილებელი პრობლემები. მხოლოდ ცოტა ხნით თუ მოახერხებთ თქვენი თავისთვის ყურადღების დათმობას. ეს დღე იქნება ნაყოფიერი.

მშვილდოსანი

დარწმუნებული არ ხართ ნამდვილად გსურთ თუ არა დღეს ვინმესთან კონტაქტი. მარტო ყოფნის სურვილი უფრო მეტად გაძლიერდება, ვიდრე გეგონათ. თუმცა, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი კომფორტულად და მშვიდად გრძნობთ თავს, მიანც მოგინდებათ ვინმესთან საუბარი. ასეთი პარადოქსული განწყობა არ მიგიყვანთ სწორ პასუხამდე.

კირჩხიბი

დღეს საკუთარ გრძნობებს ვერ გაექცევით. მთელი დღის განმავლობაში იქნებით რომანტიკულ განწყობაზე და უსმენთ მხოლოდ თქვენს გულს. სურვილი გაგიჩდებათ თქვენი ემოციები ვინმეს გაანდოთ, ამიტომ არ მოგერიდოთ თქვენ რეალური სურვილების გამჟღავნების. ნამდვილ სიამოვნებას მიიღებთ გულწრფელი საუბრისგან.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2 3