სიყვარულისა და მანიპულირების მანიფესტაციები ერთმანეთს მსგავსია და ხანდახან ძალიან ძნელი მათი გარჩევა. Simp.Ge ამის გასარკვევად გთავაზობთ მანიპულატორის გამოვლენის 8 ნიშანს.

8. კვალდაკვალ დაგყვებათ

თქვენი უსაფრთხოების გათვალისწინებით პარტნიორი გთავაზობთ მობილურში მონიტორიგნის პროგრამის გააქტიურებას. უფრო მეტიც, საჯარო ადგილებში შემოწმება დიდი ხნის წინ გახდა თქვენი ჩვევა. ასეთ სიტუაციაში უბრალოდ ჰკითხეთ საკუთარ თავს: ქალქი მართლა ისეთი საშიშია, რომ საყიდლებზე წასვლა, კონტროლის გარეშე, მარტომ ვერ შეძლოთ? თუ არა, მაშინ ეს უნდობლობის ნიშანია. პარტნიორს უნდა თქვენი ყოველი ნაბიჯი იცოდეს, რადგან არ გენდობათ და უნდა გაკონტროლოთ.

7. უხეშობის სიყვარულით გამართლება

სიყვარულმა უკეთეს პიროვნებად უნდა გაქციოს. მაგრამ თუ ის აუტანელი, აგრესიული და საშიში გახდება, ეს სიყვარული კი არა, არამედ პარტნიორის გაკონტროლების უხეში მცდელობა იქნება, რომელსაც გიჟური ვნებით გაამართლებს. ხშირად ასე ეჭვიანი ადამიანები მოქმედებენ. მას შეუძლია რადიკალურად შეიცვალოს ხასიათი, თუ თქვენს შეიცვლით გეგმებს ან თქვენს სამსახურში სიმპატიური კოლეგა გამოჩნდება. შეუძლებელია იმის განსაზღვრა, როდის იეჭვიანებს ის და რა მოყვება ამას.

6. არ შეუძლია თქვენს გარეშე დარჩენა

 

როდესაც მთლიანი ინტერესი ფოკუსირებულია პარტნიორზე და ის ცხოვრების მნიშვნელობა ხდება, ეს არამარტო გამაღიზიანებელი და საშინელია, არამედ ასევე აჩვენებს, რომ თქვენ საქმე მანიპულატორთან და შანტაჟიორთან გაქვთ. პატივისცემა ჯანმრთელი ურთიერთობის საფუძველია, მათ შორის პირადი სივრცის პატივისცემა.

5. ცდილობს შეგცვალოთ საკუთარი გემოვნებით

 

საჩუარი მაშინაა სასიამოვნო, როდესაც პარტნიორი მხედველობაში იღებს თქვენს გემოვნებას და ჰობს და ისეთ რამეს არჩევს, რაც გიყვართ. ამაზე კი არა მხოლოდ ფულს, არამედ დროსაც ხარჯავს, მაგრამ საჩუქარი არაა ყურადღების ნიშანი. თუ თქვენ ყოველთვის გამოუსადეგარ ნივთებს გჩუქნიან ეს შესაძლოა 2 რამეს ნიშნავდეს. პირველი: მათ სურთ სანაცვლოთ თქვენს აჩუქოთ რაიმე. მეორე: პარტნიორი ცდილობს თქვენი გემოვნების შეცვლას ”სწორი” ტანსაცმლის და დეკორაციული ნივთების შერჩევით.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2