Загрузка...

უთხარით მას კომპლიმენტები

მხოლოდ გოგონებს არ უყვართ თავიანთი მისამართით ლამაზი სიტყვების მოსმენა. ამიტომაც გაუკეთეთ სასიამოვნო კომპლიმენტები როგორიცაა: ”შენ ჩემი ულამაზესი ბიჭი ხარ”, ”ეგ პიჯაკი ძალიან გიხდება” და ასე შემდეგ.

 

Загрузка...

 

იოცნებეთ მასთან ერთად

პალმები, ზღვა, კოქტეილი… ჩვენ ყველანი ვოცნებობთ ასეთ შვებულებაზე. აქედან გამომდინარე, თუ ცივ ზამთარში თქვენი გოგონა მოვიდა მაღაზიიდან და მოულოდნელად გაჩვენათ ახალი ქუდი, კუპალნიკი ან კაბა, არ გაბრაზდეთ და არ უთხრათ, რომ ეს ტყუილი ფულის ხარჯვაა. უმჯობესია, მასთან ერთად იოცნებოთ.

იყავით მისი მეგობარი და არა ტირანი

კრიტიკა, უკმაყოფილება და კაცის საქმეებში ცხვირის ჩაყოფა — ეს არის ზუსტად ის, რაც მამაკაცებს არ მოსწონთ თავის ქალბატონებში. კრიტიკის და უკმაყოფილების მაგივრად კარგი იქნება, რომ თქვენი პარტნიორი მამაკაცი გაამხნევოთ და შთააგონოთ, რომ ყველაფერი გამოუვა!

ერთად მოამზადეთ სადილი

მოამზადეთ რაღაც უჩვეულო და გემრიელი. ერთად წადით მაღაზიაში პროდუქტის საყიდლათ. იყავით მის გვერდით. არ დააკისროთ მთელი პასუხისმგებლობა გოგონას. როდესაც დახმარებას შესთავაზებთ, თქვენ დაინახავთ, თუ როგორ გაუხარდება ეს მას.

Загрузка...