Загрузка...

#1. წადით ერთად სპა ცენტრში. რა არის იმაზე რომანტიკული, როდესაც ერთად მასაჟს იკეთებთ სასიამოვნო ატმოსფეროში.

Загрузка...

#2. თანამედროვე საზოგადოებაში ხელით წერილებს აღარავინ წერს, რადგან ამისთვის უკვე სხვა საშუალებები არსებობს. მარგამ სინამდვილეში ეს ძალიან რომანტიკული და უცხოა, რაც თქვენს ცხოვრებას მეტ რომანტიკას და ინტერესს შემატებს.

#3. რომანტიკა და საჭმლის მომზადება ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას. ამ დროს საუკეთესო საშუალება გეძლებათ პარტნიორთან დასაახლოვებლად და შეგიძლიათ ძალიან გაერთოთ. ამ დროს მთავარი პროცესია, თორემ ვახშამს როგორი გემო ექნება არ აქვს მნიშვნელობა.

 

#4. ურთიერთობის პირველ ეტაპზე ალბათ ღამეებს ერთმანეთთან წერაში ათენებდით, მაგრამ ახლა რატომღააც ეს ძველი ჩვევა დაივიწყეთ. ძალიან რომანტიკული და საინტერესოა, როდესაც მთელი ღამის მანძილზე საყვარელ ადამიანთან ქუჩაში სეირნობ.

#5. შეგიძლიათ ბოლომდე გადაირიოთ და კარაოკე ბარში წახვიდეთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგად მღერით, მთავარია ორივე ძალიან გაერთობით. და ეაუცილებელია დუეტში შეასრულოთ.

#6. ალბათ ყველას გინახავთ კინოში წყვილები როგორ კოცნიან ერთმანეთს ეშმაკის ბორბალზე. ეს რეალურად ძალიან კარგი არჩევანია, რადგან მოზღვავებული ადრენალინი კოცნით მიღებულ სიამოვნებას ერთი-ორად გაზრდის.

 

#7. გადით აივანზე და სანამ მზე ჩავა და გაიხსენეთ დრო, როდესაც ერთმანეთშ პირველად შეხვდით. მზის ჩასვლა ძალიან რომანტიკულ ატომოსფეროს შექმნის და შეიძლება ისეთი რაღაც წარმოთქვათ რასაც აქამდე ვერ ამბობდით.

#8. უკან არასდროს დაიხიოთ და ყოველთვის წინ იარეთ. დალაშქრეთ ერთად სხვადასხვა ადგილები და ფოტოები გადაიღეთ. ეს ძალიან დიდ გამოცდილებას დაგიგროვებთ და ერთმანეთთან უფრო დაგაახლოვებთ.

Загрузка...