ჩვენ გადავწყვიტეთ დაგვეთვარიელებინა ვარსკვლავების ფოტოალბომები და აი რა გახდა ჩვენთვის ცნობილი: ირკვევა, რომ ზოგიერთ ვარსკვლავს ჰყავს ტყუპი და ან ძმა, რომლებზეც ჩვენ წარმოდგენაც არ გვქონდა.

ჟიზელი და პატრიცია ბიუნდჰენი

პატრიციას გარდა ჟიზელს კიდევ ოთხი და ყავს. ბავშვობიდანვე ჟიზელს უნდოდა მოდელი ყოფილიყო და როდესღაც თავის დასთან ერთად დაიწყო კარიერა. დღესდღეობით კი ჟიზელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია, პატრიცია კი წარმატებული მენეჯერი (მოდელების). სხვათა შორის, ტოპ მოდელმა ერთხელ აღიარა, რომ მისი კარიერული წინსვლა პატრიციას დამსახურებაა.

ვინ დიზელი და პოლ ვინსენტი

ცოტამ თუ იცის, რომ ცნობილ მსახიობ ვინ დიზელს ჰყავს ტყუპი ძმა, სახელად პოლი. თუმცა, ისე გამოვიდა, რომ ბავშვობიდანვე ძმები საერთოდ არ ჰგვანან ერთმანეთს. პოლმაც თავისი სიცოცხლე კინოინდუსტრიას დაუკავშირა, ის კინომონტაჟიორია, მან ასევე აიღო დედის გვარი, რადგან ხალხის ყურადღება არ მიქცია.

ევა და ჯოი გრინი

როდესღაც, ევამ და მისმა ტყუპმა დამ ჯოიმ ერთად დაიწყეს სამსახიობო კარიერა. თუმცა, დროთა განმავლობაში მათი გზები გაიყარა. ჯოი გახდა ადვოკადი, ევა კი ჰოლივუდის დიდი ვარსკვლავი. დებს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.

რამი და სემი მალეკი

სერიალი ”მისტერ რობოტის” ვარსკვლავს ჰყავს იდენტური ტყუბი ძმა – სემი. როგორც ტყუპების უმეტესობა, მათაც ერთმანეთში კარგი ურთიერთობა აქვთ. რამი ჰოლივუდის მსახიობია, ხოლო სემმა პედაგოგიური განათლება მიიღო.

ეშტონ და მაეკლ კატჩერი

ეშტონ კატჩერს ჰყავს ტყუპი ძმა, რომელიც ცერებრალური დამბლით დაიბადა. 13 წლის ასაკში კი გულის გადანერგვის ოპერაცია გადაიტანა. დღესდღეობით მაეკლ კატჩერი ერთ-ერთი წარმატებული იურისტია და ზრდის შვილსაც.

ჯოზებ და ჯეიკობ ფაინსი

მსახიობ ჯესეფ ფაინსის ტყუპ ძმას – ჯეიკობს უყვარს დროის გატარება ბუნებაში, ამიტომაც ის ეკოლოგია და მუშაობს ველური ბუნების დამცველად. მათი უფროსი ძმა კი ჰოლივუდის მეგავარსკვლავი რალფ ფაინსია.

შონი და აარონ ეშმორი

ორივე ძმები მსახიობები არიან, მათ ერთადაც კი ითამაშეს სერიალ ”სმოლვილში”. უყვართ ერთმანეთთან დროის გატარება.

სკარლეტ და ჰანთერ იოჰანსონი

მსახიობ სკარლეტ იოჰანსონის ტყუბი ძმა მასზე სულ რაღაც 3 წუთით უმცროსია. დროდადრო ისინი ერთად ჩნდებიან ხოლმე წითელ ხალიჩაზე. ჰანთერი იწყობს კარიერას პოლიტიკაში, 2008 წელს ის ბარაკ ობამას საარჩევნო შტაბში მუშაობდა.