ბევრ ჩვენგანს აქვს შეუცნობელი ჩვევები, რომლებიც ბედნიერად ყოფნის საშუალებას არ გვაძლევენ. ჩვენს ინტერესებშია, რომ ამ ჩვევებს სამუდამოდ დაემშვიდობოთ და სრული ბედნიერი ცხოვრებით იცხოვროთ. ჩვენ SIMP.GE რედაქციამ აღმოვაჩინეთ, თუ რა გვიშლის ხელს ბედნიერებაში და ამას სტატიაში გაიგებთ…

1. მუდმივი რბოლა უკეთესი ცხოვრებისთვის

როდესაც სხვებს ვუყურებთ, ხშირად ვფიქრობთ, რომ ისინი უფრო ნიჭიერები და წარმატებულები არიან. ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ უკეთესი განათლების მიღებას, ვცდილობთ ვიპოვოთ უფრო მაგარი სამუშაო და ვცდილობთ დავეუფლოთ ფუფუნების ყველა ატრიბუტს. ასეთი, გაუთავებელი ფიქრები ძალიან დამღლელია. გამოსავალი: კონცენტრაცია საკუთარ თავზე, გზაზე და მიზნებზე.

 

2. რაღაც, რის გამოც წარსულში დაზარალდით

”ყველა ჩემი პრობლემა ბავშვობიდანაა” ნაცნობი ფრაზაა, ასე არა? გამოსავალი: მიდით იმ დასკვნამდე, რომ წარსულთან ბრძოლას აზრი არ აქვს, თქვენ ამას თავი უნდა დაანებოთ და კონცენტრაცია მომამავლზე უნდა გააკეთოთ.

3. ძველი ნივთები სახლში, რომელიც ”იქნებ დამჭირდეს”

იმის მაგივრად, რომ არასაჭირო ნივთები თავიდან მოვიშოროთ ან არ ვიყიდოთ, ჩვენ ძირითადად ვიძახით ”იქნებ გამოგვადგეს”, ”მერე ვინანებ, რომ არ ვიყიდე” და ”ასეთი მაგარი ფასდაკლება იყო”. გამოსავალი არის ორი:
1) უკეთესია იყიდოთ ერთი კარგი ძვირიანი რამ, ვიდრე 3 იაფიანი.
2) რაიმეს ყიდვა გინდათ? მოიცადეთ ერთი დღე. 80%-ია შანსი, რომ გუშინდელი ნივთი აღარც გაგახსენდებათ.

4. დაპირება ”არას” ნაცვლად

ხშირად ჩვენ არ შეგვიძლია ნეთესავებს და მეგობრებს უთხრათ უარი, რადგან გვეშინია, რომ ისინი ამით ნაწყენები დარჩებიან. ამის ნაცვლად ჩვენ ვიგონებთ ასეთ რამეს: ”ვეცდები” ან ”ვერ დაგპირდები, შეიძლება არ გამოვიდეს”. საბოლოო ჯამში ჩვენ გვრჩება დაუმთავრებელი საქმე, რომელსაც მუდმივად განვიცდით. გამოსავალი: თუ რაიმეს გაკეთება არ გინდათ, თქვით ეგრევე. ნუ მისცემთ საყვარელ ადამიანებს ტყუილ იმედს.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2