Загрузка...

პირველი პაემანი — თქვენს ერთადერთთან შეხვედრის შესაძლებლობაა. ჩვენ გეტყვით 7 შეცდომის შესახებ, რომელსაც ხანდახან ჩავდივართ შეხვედრაზე. წაიკითხეთ და აუცილებლად გამოასწორეთ ეს შეცდომები, რადგან ერთადერთს თუ ვერა საინტერსო ადამიანს მაინც გაიცნობთ.

1. არასწორი ტანსაცმელი

Загрузка...

არასწორი ტანსაცმელი არის ის, რომელიც არ შეესაბამება დროს ან ამინდს, ძალიან წითელი ან ნაცრისფერი. აირჩიეთ კლასიკური და კომფორტული ტანსაცმელი. ქალბატონები, რომლებიც პირველ პაემაზე კაბით ან იუბკით მიდიან, პირველი დადებითი შთაბეჭდილების მოხდენის უფრო დიდი შანსი აქვთ.

2. კრიტიკა

თქვენი პარტნიორი წითელ ღვინოს გთავაზობთ? მისი აზრით, “კარიბის ზღვის მეკობრეების” ბოლო ნაწილი ყველაზე წარმატებული იყო? ვერ ხედავს რაიმე სამარცხვინოს მათში? შეიკავეთ თავი და არ აუხსნათ თუ რა ღრმად ცდება ის. პირველი პაემანი ფაქტიურად იმისთვისაა, რომ შეაფასოთ პარტნიორი და გადაწყვიტოთ გააგრძელებთ თუ არა მასთან ურთიერთობას. რჩევა: არ გააკრიტიკოთ!

3. ყოფილზე საუბარი

არ ისაუბროთ ყოფილზე. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ადამიანები პაემანზე ხშირად იწყებენ ხოლმე ძველ ურთიერთობებზე საუბარს. შედეგად, პარტნიორი ისეთ შთაბეჭდილებას იღებს, რომ მისით დაინტერესებული არ არიან. ასეთი შთაბეჭდილება საკმაოდ მოსალოდნელია. რჩევა გჭირდებათ? უბრალოდ არ ისაუბროთ ყოფილზე.

4. ლაპარაკი სამუშაოზე

პირველ პაემანზე ტრენინგებზე, სემინარებზე და ასეთი ტიპის თემებზე ლაპარაკი არც თუ ისე კარგი იდეაა. ჩვენი რჩევა იქნება, რომ გაიხსენოთ რაიმე სასაცილო ისტორია, თუმცა ძალიან გიჟური მოგონებებიც არ არის საჭირო (მაგალითათ, თუ როგორ იყო ოფისის ტუალეტი გამჭირვალე მინებით დაფარული).

 

სტატიის გაგრძელება იხილეთ
გვერდები: 1 2
Загрузка...