ბოლო წლებში მსოფლიოში საკმაოდ საინტერესო მოდური სიახლეები იყო. თუმცა ასევე იყო სამარცხვინო ტრენდებიც, რომლის ნახვის შემდეგ თქვენც დაგვეთანხმებით, რომ ზოგიერთი მათგანი სანაგვეზეა მოსასვრელი.

1. ჩაწეული შარვლები

ბიჭებო მემგონი უკვე შარვლების აწევის დროა. ეს სტილი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც უნდა გაქრეს ჩვენი პლანეტიდან. სხვათა შორის ნიუ-ჯერსიში ამ შარვლების ტარებაზე 1000$ ჯარიმაა.

2. სამხრეებიანი

 

ეს ტრენდი მოდაში 1930 წელს შემოვიდა, განსაკუთრებით პოპულარული კი 80-იან წლებში იყო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სტილი წარსულში უნდა დავტოვოთ…

3. შარვლების ნაცვლად ელასტიკები

80-იანი წლების კიდევ ერთი ტრენდი, ქალები მას კაბის და ბოლოკაბის ქვეშ იცმევდნენ. თუმცა დღესდღეობით მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ამას შარვლის მაგივრად ატარებენ.

4. კრაკოვსი

ასეთი ტიპის ფეხსაცმელი შუა საუკუნეებში ძალიან პოპულარული იყო. საბედნიეროდ ეს ტრენდი შუა საუკუნეებშივე დარჩა და იმედია აღარასდროს დაბრუნდება.

 

სტატიის გაგრძელება იხილეთ
გვერდები: 1 2