ჩვენს იდეალურ სამყაროში მამაკაცები არიან ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი შეგვიძლია გავუზიაროთ. გვინდა, რომ სულიერი მეგობარი მაქსიმალურად ახლოს იყოს ჩვენთან. თუმცა, ორივე სქესი საკმაოდ განსხვავებულია ერთმანეთისგან და ეს უნდა ყოველთვის უნდა გახსოვდეთ თუ ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ.

7. შედარება

მამაკაცებს თქვენი მხრიდან სიყვარული სჭირდებათ, ამიტომ არასდროს შეადაროთ ისინი თქვენი მეგობრის ქმრებს ან ყოფილებს. ის უნიკალურია, და სწორედ ასე უნდა მოექცეთ. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ არც თქვენ არ მოგეწონებათ თუ ის სხვა ქალებს შეგადარებთ.

6. სექსი

რა თქმა უნდა, თქვენ უნდა იცოდეთ მისი უპირატესობები, და სრულიად არაა სასირცხვილო პარტნიორთან სექსუალური ცხოვრების განხილვა. თუმცა, ლოგინში ყოფნისას არ სცადოთ ასწავლოთ ან გააკრიტიკოთ რაიმეში.

5. აკონტროლეთ თავი

მისი მეგობრების წინაშე მასზე სასაცილო ისტორიებს ნუ მოყვებით. ეს მის თავმოყვარეობაზე იმოქმედებს, უფრო მეტიც, შესაძლოა ძალიან გაბრაზდეს თქვენზე. ამ სულელური ხუმრობით დიდი შანსია თქვენს მიმართ მისი დამოკიდებულება შეიცვალოს, რაც ვფიქრობ თქვენს ინტერესებში არ შედის. ასე რომ, აკონტროლეთ საკუთარი თავი.

4. ზედმეტსახელები

არ მიმართოთ ზედმეტსახელით მისი მეგობრების წინაშე, რადგან მას სერიოზული შთაბეჭდილების დატოვება და რეპუტაციის შენარჩუნება სურს, რომლისთვისაც დიდი ხანი იბრძოდა. გვერწმუნეთ, მას ნამდვილად არ ესიამოვნება, როდესაც სამეგობრო წრეში კნუტს ან რაიმე მსგავსს დაუძახებს.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2