ამბობენ, რომ მამაკაცს მხოლოდ ქალის კარგი ფიგურა სურს. ეს ნაწილობრივ სიმართლეა, მაგრამ ქალს თუ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიშანი არ ახასიათებს მისი პროპორციები უკვე მეორე ხარისხოვანი ხდება. Simp.Ge სტატიაში განიხილავს, თუ სინამდვილეში რა სურთ მამაკაცებს თქვენთან ურთიერთობიდან.

7. თქვენი ერთგულება

ჩვენ გვჭირდება ვიგრძნოთ, რომ ერთადერთი ვართ თქვენს ცხოვრებაში. იმის დემონსტრირებით, რომ ჩვენზე ხართ ფოკუსირებულნი საშუალებას გვაძლევს, რომ უფრო მეტად ვიყოთ თქვენში დარწმუნებულები. იყავით ჩვენთან, როცა ამას ყველაზე მეტად გთხოვთ. დაგვიჭირეთ მხარი ისე, როგორც ამას სხვა არავინ გააკეთებს.

6. თქვენი ნდობა

ჩვენ პატივს ვცემთ თქვენგან გამოცხადებულ ნდობას. გვჭირდება იმის გაცნობიერება, რომ ჩვენს გვერდით იქნებით, როდესაც გთხოვთ. ანალოგიურად, ჩვენც გვინდა, რომ თქვენ გიერთგულოთ და თქვენთან ვიყოთ, როდესაც დაგჭირდებათ.

5. თქვენი მოთმინება

არავინაა უნაკლო და შეიძლება არც ჩვენ ვართ ზუსტად ისეთი კაცები, ვინც თქვენ გჭირდებათ. ჩვენ ვაფასებთ თქვენ გაგებას და დახმარებას, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ფორმა გამოვავლინოთ. თქვენი ნუგეშისცემა და ტოლერანტობა მოგვცემს იმას, რაც დაგვეხმარება შეცვლაში.

4. თქვენი კეთილშობილება

მსოფლიო შეიძლება იყოს უგრძნობი და სასტიკი. ჩვენი სამსახური ძალიან მკაცრია და ჩვენი კომპანიონები შეიძლება ზედმეტად აგრესიულნი იყვნენ. შედარებით ნაკლები განსჯა, კეთილშობილება, მეტი პატიება და გაგება ძალიან კარგი იქნება იმ ქალისგან, რომელიც გვიყვარს.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2