მსოფლიოში ყოველ დღე 3 მილიონი ადამიანი მიდის პაემანზე. ეს პაემნები კი უფრო დიდ რაღაცაში იზრდება, როგორიცაა გრძელვადიანი ურთიერთობა ან ქორწინება, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ გაექცეთ ზოგიერთ ფაქტორს, რომელიც იდილიას ანგრევს, რასაც დაშორება მოყვება. Simp.Ge-მ შეაგროვა 7 ნიშანი, რომ თქვენი ურთიერთობა არასწორად ვითარდება.

7. არ გაქვთ საერთო ფოტოები

თუ პარტნიორს არ მოსწონს ფოტოების გადაღება და თავის სოციალურ მედიასაც წელიწადში ერთხელ ამოწმებს, მაშინ შემაშფოთებელი არაა ის ფაქტი, რომ საერთო ფოტოები არ აქვს ინსტაგრამზე განთავსებული.

მაგრამ თუ პარტნიორი თავად იღებს ფოტოებს, რომელსაც სოციალურ ქსელში ტვირთავს, საერთო ფოტოებს კი იგნორირებას უკეთებს, მაშინ ეს უკვე დამაფიქრებელია. პარტნიორს ან რცხვენია თქვენი ან არ სურს ამ ურთიერთობის გასაჯაროვება.

ჯანსაღ ურთიერთობაში შესაძლებელია თქვა, ”მოდი საერთო ფოტო გადავიღოთ,” უხერხულობის გარეშე.

6. არ ლაპარაკობთ ბევრს, მაგრამ პაემნებისას ხშირად უყურებთ ფილმებს

არაფერი ცუდი იმაში თუ დრო და დრო საყვარელ სერიალს ან ახალ ფილმს უყურებთ, მაგრამ თუ ყოველ შეხვედრას ტელევიზორის ყურებაში ან ფილმების მოძებნაში ატარებთ, ეს არაა ნორმალური.

ყურადღება მიაქციეთ იმ ემოციებს, რომლებსაც შეხვედრის შემდეგ გეუფლებათ. თუ თქვენ იმიტომ უყურებთ რაღაცას, რომ არ გაქვთ საერთო სასაუბრო თემა ან იმიტომ, რომ უბრალოდ პარტნიორი არ გაინტერესებთ, ეს უკვე დასაფიქრებელია. მართლა გჭირდებათ ასეთი ურთიერთობები?

5.თითქმის არასდროს კამათობთ

ზოგადად, ჩხუბის არარსებობა კარგია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ერთმანეთის მოსმენის გზით შეგიძლიათ ყველაფერი მშვიდად და წყნარად დაალაგოთ.

თუმცა, თუ თქვენ არ კამათობთ და დანაშაულებს ერთმანეთს აბრალებთ ან თუ ერთ-ერთი თქვენგანის მიერ გამოთქმულ უკმაყოფილებას მეორე 10 წამში ივიწყებს, ეს ნამდვილად არაჯანსაღი ურთიერთობის ნიშანია. ადრე თუ გვიან, ის ორმხრივი ბრალდებების ზვავის ქვეშ დაიშლება.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2