თითოეულ ჩვენგანს თავისი ნაკლი აქვს. ამაში არც ჰოლივუდის ვარსვლავები არიან გამონაკლისები. ჩვენ გთავაზომთ იმ მსახიობების სიას, რომლებიც იყვნენ ისეთი ჭირვეულები, რომ პროდიუსერებისთვის უფრო ადვილი იყო დათხოვნა, ვიდრე მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება.

მეგან ფოქსი

მეგან ფოქს რთული ხასიათი აქვს, მაგრამ ფილმის რეჟისორი მაიკლ ბეი დიდხანს ხუჭავდა თვალს მის გამოხტომებზე. ბოლო წვეთი იყო, როდესაც მეგან ფოქსმა ერთ-ერთ ინტერვიუში რეჟისორთან მუშაობას ჯოჯოხეთი უწოდა და ჰიტლერსაც კი შეადარა. საბოლოოდ ტრანსფორმერების მესამე ნაწილი მის გარეშე გადაიღეს.

რობერტ დაუნი უმცროსი

ქარიზმატული რობერტ დაუნი ყოველთვის არ ყოფილა წარმატებული და მთელი რიგი გათავისუფლებები აქვს გავლილი. 2000-იან წლებში მსახიობი გააძევეს სერიალიდან და ასევე ფილმიდან ”ამერიკის რჩეულები”. ყველაფერი ნარკოტიკების ბრალი იყო.

სილვესტერ სტალონე

თავდაპირველად მთავარი როლი ფილმში ”პოლიციელი ბევერლი-ჰილსიდან” სტალონეს უნდა ეთამაშა. თუმცა, მსახიობი ცდილობდა ცვლილებები შეეტანა სცენარში, რადგან ფიქრობდა რომ ფილმში ძალიან ბევრი კომედია იყო. ამის გამო პროდიუსერებმა გადაწყვიტეს უბრალოდ შეეცვალათ მსახიობი და საბოლოოდ როლი ედი მერფიმ მიიღო.

რაიან გოსლინი

რაიან გოსლინს უნდა ეთამაშა მთავარი გმირის მამის როლი ფილმში ” საყვარელი ძვლები”. მაგრამ მსახიობის და რეჟისორის შეხედულებები ერთმანეთს არ დაემთხვა. საბოლოოთ პიტერ ჯექსონმა რაიანი გამოცვალა.

ლინდსი ლოჰანი

2010 წელს ლინდსი გააძევეს ფილმის ”სხვა მხარეს” გადაღებებიდან. მიზეზი სავარაუდოდ ალკოჰოლი და ნარკოტიკები იყო.

ედვარდ ნორტონი

ედვარდ ნორტონს არ მისცეს ”შურისმაძიებლებში” როლი რადგან მას სცენარის რედაქტირება სურდა.

ჩარლი შინი

სერიალ “ორი და ნახევარი მამაკაცები” ჩარლი შინი შეცვალეს ეშტონ კატჩერით, როდესაც მან სერიალის რეჟისორზე ჩაკ ლორიზე დაიწყო ცუდი ლაპარაკი.