სიყვარული და ვნება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია და თითოეულ მათგანს ურთიერთობაში განსხვავებული შედეგი აქვს. დასაწყისში ისინი ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ორივე ემოცია ძალიან ძლიერი და ინტენსიურია, ამიტომაცაა, რომ ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება იგრძნოს ვნება და ეს სიყვარული ეგონოს. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ სტატიაში ამ ნიშნებზე ვისაუბრებთ და გეტყვით, თუ როგორ უნდა განასხვავოთ ვნება სიყვარულისგან.

#1. თქვენი ბოიფრენდი ერიდება გრძნობებზე საუბარს

თუ ის თავის ემოციებზე არ გელაპარაკებათ, ეს იმიტომ, რომ შეიძლება არც არაფერს გრძნობდეს თქვენს მიმართ, გარდა ვნებისა. მას სურს თქვენი სხეული, მაგრამ არა თქვენი სული და ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ის თქვენს გვერდითაა.

#2. მას თქვენთან სექსი სურს, მაშინაც კი თუ არ ხართ განწყობაზე

ეს არის მთავარი ნიშანი, რომელიც აჩვენებს, რომ თქვენ პარტნიორი მხოლოდ და მხოლოდ სექსუალურ ობიექტად განგიხილავთ. მას არ აინტერესებს თქვენი გრძნობები და ემოციები, მას მხოლოდ სიამოვნება სურს.

#3. პარტნიორი თქვენს მიმართ ვალდებულებებს ვერ გრძნობს

თუ თქვენს პარტნიორს ნამდვილად უყვარხართ, ის შეეცდება თავი უსაფრთხოდ და დაცულად გაგრძნობინოთ. ის გაჩვენებთ ერთგულებას და მოგახსენებთ თავისი განზრახვების შესახებ.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
გვერდები: 1 2