ცნობილი რუსი ფსიქოლოგი მიხეილ ლაბკოვსკი არ მალავს, რომ ის გახდა ფსიქოლოგი, რათა საკუთარი პრობლემები გადაეწყვიტა და მან ეს შეძლო. მისი კლიენტების დაკვირვების 30 წლიანი პრაქტიკის შედეგი არის 6 წესის მეთოდი, რომელსაც დღეს ჩვენ სტატიაში გთავაზობთ.

წესი 1. მხოლოდ იმის გაკეთება, რაც გინდა

ეს წესი ყველაზე მთავარია. უბრალოდ აკეთეთ ის რაც გსურთ, სულ ეს არის. ეს წესი ნებისმიერ სიტუაციაში მუშაობს, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე საბედისწეროში. უბრალოდ მოუსმინეთ საკუთარ თავს, საკუთარ გრძნობებს და გააკეთეთ ყველაფერი ისე, როგორც თქვენ მოგესურვებათ.

წესი 2. ნუ გააკეთებთ იმას, რაც არ გსურთ

მიხეილ ლაბკოვსკის ერთ-ერთი ცნობილი ციტატა: ”დათმობა და კომპრომისები პირდაპირი გზაა კარდიოლოგთან ან ონკოლოგთან”. მეორე ფრაზაც იგივე: ”არ მინდა, მაგრამ ვაკეთებ, რადგან ასეა საჭირო”. აი ამიტომ არ გააკეთოთ ის, რაც არ გინდათ. არასოდეს. და თუ გააკეთებთ, მაშინ დაავადებების და სტრესის ნუ გაგიკვირდებათ.

წესი 3. მაშინვე თქმა, რაც არ მოგწონთ

დუმილი, უკმაყოფილებების შენახვა, ტანჯვა და გონებაში გაუთავებელი დიალოგი თანამოაუბრესთან – ეს ტიპიური ნერვული მოქცევის მოდელებია. ფრაზა: ”ჩემთან ასე არ შეიძლება, მე ეს არ მსიამოვნებს” – რა თქმა უნდა, ნაკლებად რომანტიკულია, მაგრამ ჯანსაღი რეაგირებაა.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2