20-30 წლის ხართ და 50 წლის ადამიანის მსგავსად ტკივილები გაწუხებთ? თქვენ მარტო არ ხართ: დღითიდღე უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ქალები ებრძვიან ხანდაზმულ ქალებთან ასოცირებულ ჯანმრთელობის პრობლემებს.

1. მოწევა

ჩვენ ყველანი ვბერდებით, მაგრამ ადამიანი რომლებიც ეწევიან შედარებით სწრაფად ბერდებიან. 10 წლის შემდეგ რეგულარულად მოწევისას შესაძლებელია კანზე ნაოჭები გამოჩნდეს. მოწევის კიდევ ერთი დიდი მინუსი – ყვითელი კბილებია.

2. არასაკმარისი ძილი

შეიძლება ფიქრობდეთ, რომ როდესაც იზრდებით ბევრი ძილი აღარ გჭირდებათ, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ ოპტიმალური ჯანმრთელობისთვის ყოველ ღამით 7-8 საათი ძილია საჭირო. როდესაც ჩვენ საკმარის ძილს ვერ ვიღებთ, ეს ხელს გვიშლის დღისით ორგანიზმის კარგად ფუნქციონირებაში. უძილობა ასევე იწვევს წონაში მომატებას…

3. ხილის და ბოსტნეულის გამოტოვება

ეს მართალია, რაც უფრო ასაკი გემატებათ, მით უფრო ნაკლები კალორიის მიღება გჭირდებათ. თუმცა თუ თქვენ გსურთ, რომ ჯანსაღად დაბერდეთ – საჭიროა ამ კალორიების კარგი წყაროდან მიღება.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2