გოგონები, რომლებიც ყურადღებას აქცევენ თავიანთ ფიგურას, ხშირად სადილის მაგირვად ხილით კმაყოფილდებიან, რადგანაც თვლიან, რომ დაბალკალორიული და სასარგებლოა. სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის ერთნაირად სასარგებლო არაა. ბევრი მათგანი დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს, თითქმის ისევე, როგორც შოკოლადი.

მე-5 ადგილი


კენკრას აქვს დაბალი შაქრის შემცველობა, ვიტამინი C და ანტიოქსიდანტები, ამიტომ არ აზიანებს ფიგურას, პირიქით, ეს ხილი ეხმარება ორგანიზმს კოლაგენის წარმოქმნაში და ზედმეტი ცხიმების დაწვაში.
აი ავოკადო – ნამდვილად არ არის დიეტური პროდუქტი. იგი შეიცავს 227 კალორიას.

მე-4 ადგილი


საზამთრო და ნესვი შეიცავს სასარგებლო სითხეს, რომელიც წმენდს ორგანიზმს, ამიტომაც ორგანიზმი ადვილად ინელებს. ისინი აღმოფხვრიან ტოქსინებს, ებრძვიან ცელულიტს და აკნეს. ორგანიზმს სიცხის დროს ეხმარება წყლის დაბალანსებაში. ასევე სასარგებლოა ფიგურის და კანის სილამაზისთვის.
მსხალს აქვს დიდი მინუსი, ამ ხილს შეუძლია შეაფერხოს ნაწლავის მუშაობა, რადგან ძნელი გადასამუშავებელია.

მე-3 ადგილი


მარწყვი სწორი კვებისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა. ის შეიცავს ბოჭკოებს, ვიტამინ C, ბევრ წყალს და ცოტა შაქარს, რომელიც ხელს უწყობს ცელულიტის განადგურებას.
გარგარი საკმაოდ მძიმე მოსანელებელი ხილია. ის შეიცავს ამაგდალინს, რომელიც წარმოქმნის ციანმჟავას. ეს არის ყველაზე ძლიერი შხამი, რომელიც იწვევს თავბრუსხვევას, ღებინებას და გონების დაკარგვას.

მე-2 ადგილი


ვაშლი ერთ-ერთი ყველაზე დიეტური ხილია. არ შეიცავს ცხიმებს, მხოლოდ 60-100 კალორიას. ასევე კარგად აკმაყოფილებს შიმშილს. ისინი შეიცავენ ბოჭკოებს, რომლებიც ანტიოქსიდანტების და პექტინების დახმარებით ებრძვიან ცელულიტს.
ყურძენი ერთ-ერთი მავნე ხილია, არა მხოლოდ ფიგურის, არამედ ჯანმრთელობისთვისაც. მასში ბევრია შაქრის რაოდენობა. ორგანიზმს მის მოსანელებლად დიდი დრო სჭირდება, ასევე აზიანებს კბილის ემალს.

1 ადგილი


გრეიფრუტი ითვლება № 1 ზედმეტ წონასთან მებრძოლად, რადგანაც მას აქვს ცხიმის წვის ყველაზე ძლიერი თვისებები. გრეიფრუტის ფერმენტები აქტიურად ეხმარებიან ორგანიზმს კალორიების გადამუშავებაში.
ბანანი კი ყველაზე კალორიული ხილია. იგი ორგანიზმისთვის ძნელად მოსანელებელია, მეცნიერებმა კი დაადგინეს, რომ ბანანი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ბლოკავს ცხიმის წვაში მონაწილე ბოჭკოების მუშაობას.