თუ რაიმე გჭირდებათ, რაც პირად სტილთან დაკავშირებით თანდაჯერებულობას აგიმაღლებთ, მაშინ ეს თქვენი იღბლიანი დღეა. Simp.Ge-ს მიერ შემოთავაზებული ეს მარტივი რჩევები დაგეხმარებათ სამომავლოდ ტანსაცმლის შერჩევისას.

5. ჩაიცვით თქვენი სხეულის ფორმის შესაბამისად

თუ გინდათ, რომ ტანსაცმელში თავი თავდაჯერებულად იგრძნოთ, მაშინ ჯერ საჭიროა სხეულში კომფორტულად იყოთ და გიყვარდეთ თქვენი ატრიბუტები. თუ გეცოდინებათ, რომელ ნაწილს უნდა გაისვათ ხაზი და რომელი დამალოთ, მაშინ სტილთან დაკავშირებით თავს ყოველთვის კომფორტულად იგრძნობთ.

 

4. არასდროს დატოვოთ სახლი თუ გადაწყვეტილებაში დარწმუნებული არ ხართ

ჩვენ მთლიანად მხარს ვუჭერთ ექსპერიმენტულ სტილებს, მაგრამ თუ სახლის დატოვებამდე შერჩეულ ტანსაცმელში დარწმუნებული არ იქნებით დიდი შანშია, რომ საზოგადოებაში გამოჩენისას თავს თავდაჯერებულად არ იგრძნობთ. ამიტომ რჩევა იქნება, რომ სურათი გადაიღოთ და დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად კარგად გამოიყურებით. ასევე ეს ფოტო შეგიძლიათ დამატებითი შეფასებისთვის უახლოეს მეგობარსაც გაუგზავნოთ.

3. გაარკვიეთ რომელი ფერი უხდება თქვენს კანს

თავისუფალ დროს მოიზომეთ სხვადასხვა ფერები, რათა გაარკვიოთ, თუ რომელია თქვენი კანის შესაფერისი.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2