თმების სათანადო მოვლისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გქონდეთ უქერტლო თმა. ქერტლის მოშორებისთვის არსებობს უამრავი ხელმისაწვდომი მეთოდები. SIMP.GE რედაქციამ სტატიაში 5 მარტივი და ეფექტური გზა ამოარჩია, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიშოროთ ეს პრობლემა…

#1. ზეითუნის ზეთი

დადასტურებულია, რომ ზეითუნის ზეთი ქერტლთან ბრძოლის შესანიშნავი საშუალებაა. უბრალოდ წაისვით აღნიშნული ზეთი თქვენს სკალპზე (თავის კანზე) და დაელოდეთ 40 წუთით, შემდეგ კი შამპუნით ჩამოიბანეთ. ამით თქვენ თითქმის მყისიერ შედეგს მიიღებთ.

#2. სუფრის სოდა

სუფრის სოდა შესანიშნავი საშუალებაა, რომელიც ატენიანებს თქვენს თმებს და ასევე ებრძვის ქერტლს. უბრალოდ გააკეთეთ სქელი პასტა (აურიეთ სოდა სუფთა წყალში) და წაისვით პირდაპირ თმებზე. დაელოდეთ 30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.

#3. ჩაის ხის ზეთი

ჩაის ხის ზეთი შეიძლება კომბინირებული იყოს სუფრის სოდასთან, რათა იდეალურად უმკურნალოთ ქერტლს. უბრალოდ დაამატეთ აღნიშნული ზეთის 5-6 წვეთი 50 მლ ნელთბილ წყალს, დატოვეთ სკალპზე 15-20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.

#4. ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი ქერტლთან ბროლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. უბრალოდ წაისვით ქოქოსის ზეთის რამდენიმე წვეთი პირდაპირ თქვენს სკალპზე და დატოვეთ მთელი ღამით.

#5. ლიმონის წვენი

ლიმონის წვენი ხელს შეუწყობს pH- ს ბალანსის შენარჩუნებას თქვენს სკალპზე. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი შამპუნს და ასე დაიბანოთ თავი. ეს თქვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება.