ყოველდღიური ჰოროსკოპი

თევზები

დღეს გაიგებთ უამრავ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ის დაკავშირებულია თქვენს პარტნიორთან და მის ცხოვრებასთან თქვენს გაცნობამდე. თქვენ გესმით რომ ეს ფაქტები არასწორია და არანაირი აზრი არ აქვს ამ ინფორმაციის დაჯერებას. თუმცა გსურთ გაიგოთ სიმართლე, მაგრამ არ აპირებთ თქვენი პარტნიორის დაკითხვას. საკმარისად ბრძენი ხართ იმისთვის, რომ გესმოდეთ, პარტნიორის წარსული ცხოვრება არ გაინტერესებდეთ.

 

ტყუპები

ის ადამიანები ვინც აქამდე გამუდმებით ჩაგჩიჩინებდათ, რომ შეუპოვრად უნდა გევლოთ წინ, ახლა შეცვალეს პოზიცია და მიგითითებენ, რომ გადახედოთ მათ მოსაზრებას. თქვენზე ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს და შესაძლოა სერიოზული კამათი მოგივიდეთ. თუმცა ეს კონფლიქტი საქმეს არ უშველის. უნდა დაუჯეროთ თქვენს ახლობლებს და ცოტა შეცვალოთ გეგმები. ამაზე დამოკიდებულია თქვენი წარმატება.

მშვილდოსანი

ახლობლები თქვენზე ძალიან ღელავენ, რადგან არ ხართ მიზარმიმართული და ბედნიერი, როგორც ყოველთვის. არ ღირს თავი იმართლოთ მათ წინაშე და აუხსნათ თქვენი მდგომარეობა. სერიოზულად ფიქრობთ თქვენს ახლანდელ არჩევანზე და მიმდინარებს პროცესი შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება. ეს გეხებათ მხოლოდ თქვენ და არ მოითხოვს არანაირ ახსნა განმარტებას. საკმარისი დრო გაქვს იმისთვის რომ დაიცვათ ბალანსი სურვილებსა და მიზნებს შორის.

კირჩხიბი

იმდენი საქმე დაგიგროვდათ, რომ არ იცით საიდან დაიწყოთ. წუწუნის დრო ნამდვილად არ გაქვს, უბრალოდ უნდა ადგეთ და დაიწყოთ მათი მოგვარება. უნდა შეძლოთ შეუძლებელი, რომ ჩაეტიოთ დროში და გააკეთოთ ხარისხიანად. თუ რამდენიმე საქმეს სამომავლოდ გადადებთ, ამით ძალიან გარისკავთ და ბოლო დღეს საქმე მაინც თავზე საყრელი გექნებათ. ასეთი შეცდომა, რომ არ დაუშვათ გადაანაწილეთ ერთ კვირაზე და მიყევით გეგმას.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2 3