3 დეკემბერი – ყოველდღიური ჰოროსკოპი

თხის რქა

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ემოციები მინელდა, მაინც ღელავთ ოჯახურ უსიამოვნებებზე. უმჯობესია, საუკეთესო მეგობარს გული გადაუშალოთ. ის ნამდვილად დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში. გეტყვით, როგორ დაალაგოთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. ნუ გერიდებათ სიძნელეებზე ლაპარაკი, როცა გამოუვალ მდგომარეობაში ხართ.

 

სასწორი

თქვენ გინდათ გჯეროდეთ ადამიანების გულწრფელობის, მაგრამ დღეს ეს სურვილი მინელდება, რადგან იმედები გაგიცრუეს. სამსახურში ეს დამოკიდებულება გავლენას იქონიებს თქვენს ნაყოფიერ მუშაობაზე. უმჯობესია, მიმართოთ პასუხისმგებელ პირს და მასთან განიხილოთ ეს საკითხი. სავარაუდოდ, ეს თქვენ რომელიმე კოლეგას დააზარალებს, მაგრამ ღირს გარისკვად.

კურო

განწყობილი ხართ, რომ წარმატებას უნდა მიაღწიოთ, მაგრამ აღმოაჩენთ, რომ ძალიან ბევრი აიღეთ თქვენს თავზე და დროში ვერ ეტევით. როგორც წესი, გეამაყებათ, როცა ფიქრობენ, რომ საიმედო ადამიანი ხართ და სწორედ ეს გაღელვბთ, რომ შეიძლება იმედი გაუცრუოთ. უმჯობესია, საქმის კურსში ჩააყენოთ ის ხალხი, ვის წინაშეც პასუხისმგებელი ხართ, რომ დროულად ვერ ამთავრებთ წამოწყებულ საქმეს. სხვა დროისთვის ეს შემთხვევვა გაითვალისწინეთ.

ქალწული

 

ძალიან გიყვართ თქვენი ცხოვრების კონტროლი. შეგიძლიათ ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსვლა, რადგან წინასწარ გათვლილი გაქვთ ყველა შესაძლო ვარიანტი. დღეს ზედმეტად ხართ დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში. სამწუხაროდ, დღეს ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება და კარგი იქნება, თუ დროულად გაიაზრებთ ამას.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2 3