Загрузка...

ადვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კაცობრიობის ისტორია — ეს ილუზიების ისტორიაა. თუმცა ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ამან მხოლოდ ზიანი მოგვიტანე – მრავალი მიღწეული წარმატება მეცნიერებაში, სწორედ ილუზიების წყალობით მოხდა. ჩვენ თქვენთვის რამოდენიმე პოპულარული ფაქტი შევაგროვეთ, რომელიც ყალბი აღმოჩნდა.

1. ბანანი პალმის ხეზე იზრდება

Загрузка...

ბანანი სინამდვილეში დიდი აყვავებული მცენარის ნაყოფია, მას პალმის ხესთან საერთო არაფერი აქვს და სხვათა შორის, ბანანი არის კენკრა.

2. ბიბლიური აკრძალული ხილი არის ვაშლი

ძველი აღთქმის თანახმად, ნათქვამია, რომ ვაშლი აკრძალული ხილია. სავარაუდოდ ეს ლათინურიდან გადმოთარგმნილი შეცდომაა, რადგან “malum“ შეიძლება ითარგმნოს როგორც ვაშლი ისე ბოროტება. ამიტომ აკრძალული ხილი შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს.

3. მგლები მთვარის შუქზე ყმუიან

სავსე მთვარესა და მგლებს შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს. ყმუილი უბრალოდ მგლებში კომუნიკაციის გზაა, ასე რომ მათ სრულ სიბნელეშიც შეუძლიათ დაიყმუვლონ.

4. მთვარეს აქვს ბნელი მხარე

ყველამ იცის, რომ მთვარე დედამიწას ყოველთვის ერთი მხარით უყურებს. სწორედ ეს ფაქტი გახდა იმ მითის მიზეზი, რომ მთვარეს ბნელი მხარეც აქვს. თუმცა, ყველას ავიწყდება, რომ მთვარეც ისევე ბრუნავს მზის გარშემო, როგორც დედამიწა. ეს კი ნიშნავს, რომ ნებისმიერი მისი მხარე თანაბრადაა განეთებული.

5. ჩარლზ დარვინმა თქვა, რომ ადამიანები მაიმუნებისგან წარმოიქმნენ

სინამდვილეში, დარვინი არასდროს ამტკიცებდა იმ ფაქტს, რომ ადამიანები მაიმუნებისგან პირდაპირი გაგებით წარმოიქმნენ. დარვინმა თავის ნამუშევარში უბრალოდ თქვა, რომ მაიმუნებს და ადამიანებს შეიძლება საერთო წინაპრები ყოლოდა, მათი ადამიანებთან დიდი მსგავსების გამო.

 

სტატიის გაგრძელება იხილეთ
გვერდები: 1 2
Загрузка...