მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან კვლავ აგრძელებენ ქალსა და მამაკაცს შორის არსებული განსხვავებების გამოკვლევას. ისინი აქტიურად განიხილავენ ყველაფერ ახალს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საიდუმლოებებს მამაკაცის ორგანიზმზე. სტატიაში წარმოგიდგენთ 10 საინტერესო ფაქტს მამაკაცების სხეულზე, რომელიც ალბათ არ იცოდით…

1) სიბნელეში, ქალი უფრო მეტ დეტალებს ხედავს, მაგრამ მხოლოდ ახლო მანძილზე. მამაკაცები მართალია შედარებით ცუდად ხედავენ, მაგრამ სამაგიეროთ ობიექტებს ნებისმიერ მანძილზე თანაბრად ანსხვავებენ.

2) მამაკაცები ფიზიკურ დატვირთვას უკეთ უმკლავდებიან. მამაკაცებში სისხლის მოცულობა 5-6 ლიტრია, ქალებში კი 4-4.5 ლიტრი. ასევე კაცების სისხლი ბევრად უფრო მდიდარია  ჰემოგლობინით და ერითროციტებით, ვიდრე ქალების…

3) ცელულიტი მამაკაცებში ბუნებით გათვალისწინებული არ არის. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მამაკაცებსა და ქალებს კუნთების, ცხიმისა და შემაერთებელი ქსოვილების სხვადასხვა თანაფარდობა აქვთ. მამაკაცებს ბევრად უფრო განვითარებული კუნთოვანი ქსოვილი აქვთ და მათი კანი უფრო მეტ კოლაგენს შეიცავს.

4) მამაკაცებს უფრო ღრმად სძინავთ. მამაკაცებში ტვინის ელექტრული აქტივობა 70% ეცემა, ქალებში კი მხოლოდ 10%. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ კაცი — მონადირეა და სახლში კარგად უნდა დაისვენოს. ქალი კი მეკარეა, რომელიც მუდამ სახლს და ბავშვებს ადევნებს თვალყურს.

5) მამაკაცი უკეთესად ამჩნევს მოძრავ ობიექტებს. თუ ობიექტი უძრავ მდგომარეობაშია – ის შეიძლება ვერც შეამჩნიოს. ამიტომაც არის, რომ მამაკაცი ყოველთვის ყურადღებას აქცევს იმ გოგონას, რომელიც ცეკვავს.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2