მეცნიერებმა მრავალწლიანი კვლევის შედეგად ჩვენს ტვინზე ბევრი საიდუმლო გამოავლინეს, რომელსაც ფსიქიკა საიმედოდ ინახავდა. იმისთვის, რომ საკუთარ ორგანიზმს უკეთესად გაუგოთ, ჩვენ გთავაზობთ სტატიას, სადაც წაიკითხავთ, თუ როგორ მუშაობს ჩვენი აზროვნება.

1. ჩვენ მუდამ ვცვლით მოგონებებს

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოგონებები თითქოსდა პატარა ფილმების ან კლიპების მსგავსია. ისინი ტვინის გარკვეულ ნაწილში დევს და არასოდეს იცვლება. სინამდვილეში, წარსულის მოგონებები, როდესაც მათზე ვფიქრობთ ყოველ ჯერზე რეკონსტრუქციას განიცდის. მაგალითად: თქვენ არ გახსოვთ ვინ იყო ოჯახურ ვახშამზე, მაგრამ იცით, რომ თქვენს დეიდას ერთი ვახშამიც არ აქვს გამოტოვებული, სწორედ ამ მიზეზის გამო დროთა განმავლობაში შეიძლება მოგონებებში ისიც შეიყვანოთ, მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში შეიძლება ის ვახშამზე არ ყოფილიყო.

2. ჩვენ შეიძლება გვყავდეს შეზღუდული რაოდენობის მეგობრები

ფსიქოლოგებმა და სოციოლოგებმა დაადგინეს, რომ მაშინაც კი, თუ თქვენ ფეისბუქსზე ათასობით ”მეგობარი” გყავთ, თქვენ მხოლოდ 50-200 შეგიძლიათ კომუნიკაცია.

3. როდესაც დაკავებულები ვართ, თავს ბედნიერად ვგრძნობთ

საქმე ის არის, რომ ჩვენს ტვინს არ მოსწონს უმოქმედობა, მას უყვარს როდესაც დაკავებულია. დავალების შესრულებისას ის გვაძლევს დოფამინს, რის გამოც ჩვენ ბედნიერები ვხდებით.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2 3