სტატიაში წარმოგიდგენთ 10 პოპულარულ სტერეოტიპს ჩინეთის შესახებ, რომელიც ჭეშმარიტებისგან ძალიან შორსაა. ჩვენ ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვებით…

1) ჩინელებს არ აქვთ მანერები, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი თვალსაზრისია. კარგად მოაზროვნე ჩინელ ადამიანს მთელი რიგი მანერები აქვს, რაც დასავლელ ადამიანებს ხშირად არ გააჩნიათ. 

2) სასტიკი ჩინელები კატებსა და ძაღლებს ჭამენ. ჩვენ უბრალოდ გადმოგქცემთ ერთი ჩინელი სტუდენტის ნათქვამს: ”როგორ უნდა შეჭამო ძაღლი? ის ხომ ჩვენი მეგობარია!”. დიახ ჩინეთში ხანდახან ჭამენ ძაღლებს, მაგრამ ასეთი ადამიანების რაოდენობა, რომელიც ამას აკეთებს ძალიან მცირეა.

3) ჩინელები ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან. რა თქმა უნდა განსხვავდებიან! მალაიზიელი და სინგაპურელი ჩინელები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ისევე როგორც, ჩრდილოეთ და სამხრეთ ჩინეთის მოსახლეობა.

4) ყველა ჩინელი დაბალია. მათი სიმოკლე დაკავშირებული იყო მათ დიეტასთან, მაგრამ ბოლო 20 წლის განმავლობაში მათი კეთილდღეობა გაუმჯობესდა და ისინი გაიზარდნენ. 

5) ჩინური საქონელი ცუდი ხარისხისაა. რასაკვირველია, ბევრი იაფი ჩინური პროდუქტი ნაგავია, მაგრამ თუ თქვენ თითქმის ყველა ცნობილ ბრენდს დააკვირდებით დაინახავთ, რომ ისინიც ჩინეთშია დამზადებული. ხარისხი განისაზღვრება დამკვეთისგან და არა მწარმოებლისგან.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2