Загрузка...

იმისთვის, რომ რეალური პიროვნება 100% განასახიეროთ, მსახიობის ოსტატობაა საჭირო. იმისთვის, რომ არტისტები მაქსიმალურად დაემსგავსონ თავიან გმირებს, ზოგი ხდება, ზოგი სუქდება და ასე შემდეგ. სტატიაში გთავაზობთ 10 მსახიობს, რომლებმაც რეალური ადამიანები განასახიერეს. შეძლებთ იპოვოთ განსხვავება?

1. ჰიუ გლასი – ლეონარდო დიკაპრიო / The Revenant

Загрузка...

ფილმი დაფუძნებულია ჰიუ გლასის რეალურ ისტორიაზე. ფილმის მთავარი გმირი დაჭრილია და იბრძვის გადარჩენისთვის ველურ დასავლეთში. მისი მიზანია შური იძიოს მეგობარზე, რომელმაც სასიკვდილოდ გაიმეტა და მარტო დატოვა ველური ბუნების მკაცრ პირობებში.

2. ჟაკლინ კენედი – ნატალი პორტმანი / Jackie

ამერიკის პირველი ლედი, ჟაკლინ კენედი, ქმრის სიკვდილის შემდეგ – სულიერ ტრავმებსა და მწუხარებაში მიცემული: რწმენის განსამტკიცებლად, შვილების დასაკვალიანებლად და თავისი ქმრის მემკვიდრეობის განსასაზღვრად იბრძვის…

3. ჩე გევარა – გაელ გარსია ბერნალი / The Motorcycle Diaries

“მოტოციკლისტის დღიური” კუბის რევოლუციის ლიდერის ჩე გევარას დღიურებზეა დაფუძნებული. მოგონებებში ის თავის საუკეთესო მეგობართან ალბერო გრანადოსთან ერთად სამხრეთ ამერიკაში მოტოციკლით მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს.

4. ედვარდ სნოუდენი – ჯოზეფ გორდონ-ლევიტი / Snowden

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსათვის მომუშავე, ედვარდ სნოუდენი უმხელს საიდუმლო დოკუმენტებს პრესას.

5. ჯოი მანგანო – ჯენიფერ ლოურენსი / Joy

ერთი ოჯახის ოთხი თაობის ქალების ისტორია. ოჯახის, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და წარმატებული ბიზნეს დინასტიის ფუძემდებელია.

 

სტატიის გაგრძელება იხილეთ
გვერდები: 1 2
Загрузка...